თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფის 29-ე ქუჩისათვის ნიკოლოზ ღიბრაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2021
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-29.29212112
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.126.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2021
matsne.gov.ge 324 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
x 335113
y 4674070
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

“დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ” დუშეთის მუნიციალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N69 განკარგულებაში ცვილების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 25.02.2022 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოშურში არსებული მე-6 ქუჩის I-ჩიხის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 11.04.2025 ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 09.03.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის 23-ე ქუჩისათვის გენერალ გურამ ქარქაშაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 07.11.2018 გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების გადარქმევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 14.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფის 29-ე ქუჩისათვის ნიკოლოზ ღიბრაძის სახელის მინიჭების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №გ-29.29212112 2021 წლის 30 ივლისი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფის 29-ე ქუჩისათვის ნიკოლოზ ღიბრაძის სახელის მინიჭების შესახებ საკრებულო აღნიშნავს, რომ 1992-1993 წლების ე.წ „აფხაზეთის ომი“, რომელიც დაიწყო საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა შორის, 13 თვეს გაგრძელდა. ამ ომის შედეგად  დაიღუპა 3000- მდე ჯარისკაცი და სამხედრო პირი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის იყო 19 წლის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, მესამე კურსის სტუდენტი, ნიკოლოზ ღიბრაძე, რომელიც მეგობრებთან ერთად, მოხალისედ წავიდა, აფხაზეთის ომში და ქალაქ სოხუმში გამართულ საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 1993 წლის 1 აგვისტოს, რის გამოც ის ნამდვილად არის საზოგადო მოღვაწე, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოს წინაშე სამშობლოს დაცვის საქმეში. შესაბამისად ნიკოლოზ ღიბრაძის სახელის უკვდავყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საქართველოს კანონის,  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ლი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წევრის  2021 წლის 15 აპრილის №19/29211051-29 წერილის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 11 ივნისის სხდომის №26 ოქმის  საფუძელზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗.  მიენიჭოს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ნიკოლოზ ღიბრაძის, სახელი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფის 29-ე ქუჩას, ქუჩის გავრცელების არეალის ფარგლებში, მოცემული XY-კოორდინატების შესაბამისად: 1 2 x 335113 334206 y 4674070 4674464 მუხლი 2🔗. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და სხვ.). მუხლი 3🔗. განკარგულება დაეგზავნოს გარდაცვლილის ოჯახს, საკითხის ინიციატორს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4🔗. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ                                                             ამირან ვერულაშვილი