„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№406
სარეგისტრაციო კოდი
330130000.10.003.022961
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №406

2021 წლის 10 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №39, მუხლი 431) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის /განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის  გამარტივებული წესები.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:

„3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისათვის ადმინისტრატორი,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს განაშენიანების დეტალურ გეგმას. ასეთ შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ უკვე შემუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების  მიღებისათვის განაცხადის წარდგენა აუცილებელი არ არის, გარდა  იმ შემთხვევისა,  თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით არ არის განსაზღვრული ყველა ის პირობა, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისათვის არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პირველი სტადიის პროცედურით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაც, იმ პირობების დასადგენად, რომლებიც არ არის განსაზღვრული შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.08.2021.
როდის იქნა მიღებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.08.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №406. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.10.003.022961.
რამდენი მუხლისგან შედგება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.08.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №406, 10.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.022961 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5241190/