1. მოხელე არ იღებს ისეთი სახის შეთავაზებას, რომელიც წარმოშობს ან შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა შეუთავსებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან ან/და გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე.
2. მოხელე, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან/და შესაძლო წარმოშობის შემთხვევაში, არ მონაწილეობს მოხელის დანიშვნის, საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის, საჯარო ინტერესის მქონე გადაწყვეტილების მიღების, სხვა დაწესებულებისათვის ან/და საჯარო მოსამსახურისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესში.
3. მოხელე ვალდებულია მოხელის ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი განცხადება.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კონკურსანტთა სიის გაცნობისას, ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიაში წერილობით განაცხადოს კონკურსანტთა შორის, სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრის (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი) არსებობის თაობაზე და არ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა არჩევის პროცედურაში.
5. მოხელე არ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეუთავსებელია მის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებულ პოზიციასთან.
6. მოხელის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნევა მის მიერ დაკავებულ პოზიციასთან შეუთავსებელ საქმიანობად, თუ იგი ახორციელებს:
ა) სამეცნიერო საქმიანობას, როგორიცაა სამეცნიერო სტატიის ან ნაშრომის გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა, სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში მონაწილეობა;
ბ) პედაგოგიურ საქმიანობას, როგორიცაა ლექციის წაკითხვა, ტრენინგებისა და სხვა სასწავლო პროგრამების წარმართვა და სხვა სახით პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
გ) შემოქმედებით საქმიანობას, როგორიცაა კულტურული ფასეულობების, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით შექმნა, აღდგენა ან/და ინტერპრეტაცია;
დ) სასპორტო საქმიანობა