1. მოხელე საჭიროებისამებრ იუმჯობესებს პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ან მოხელის მიერ მისი საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის გზით.

2. მოხელე უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის განხორცილებას სამსახურში წარმოქმნილი პირადი ურთიერთობების გავლენისაგან თავისუფლად.

3. მოხელე არის ღია და თავისუფალი ახალი იდეებისა და მეთოდების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად.

4. მოხელე ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში.

5. მოხელე ისწრაფვის, საკუთარი ცოდნა და უნარები შესაბამისობაში მოიყვანოს თანამედროვე ტექნოლოგიის მოთხოვნებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან, ასევე სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიის სიკეთეები და უპირატესობები.

6. მოხელე პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ სუბორდინაციულ მიდგომებს.

7. მოხელე უნდა იყოს პუნქტუალური და იმოქმედოს კანონით დადგენილი ვადების შესაბამისად.

8. მოხელე უზრუნველყოფს თავისი სამსახურებრივი როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული  დოკუმენტაციის შენახვასა და მოწესრიგებას.

9.  მოხელე ზრუნავს პირად ჰიგიენასა და იერსახეზე და იცავს დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ ჩაცმულობისათვის განსაზღვრულ წესრიგ