„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №23 |
|
2021 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სისხლის სამართლის საქმეთა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
გ.ა) არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული; ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეები; წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე შესული შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე;
გ.ბ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლისა); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (ტერორიზმი; სამოხელეო დანაშაული; დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ);
გ.გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა; სამოხელეო დანაშაული); დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ;
გ.დ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; კიბერდანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (სამოხელეო დანაშაული); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.“;
გ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) განხორციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში სისხლის სამართლის პროცესის შემდეგი ეტაპების მიხედვით:
დ.ა) გამოძიების ეტაპი (ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა; შუამდგომლობები გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის, ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ; შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, წარდგენილი ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სასამართლო სხდომამდე ან სხდომაზე; გამოძიების ეტაპთან დაკავშირებული სხვა საკითხები);
დ.ბ) წინასასამართლო სხდომის ეტაპი (მათ შორის – შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, წარდგენილი წინასასამართლო სხდომამდე 15 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში; წინასასამართლო სხდომის ეტაპთან დაკავშირებული სხვა საკითხები).“.
|