სს "უნივერსალის" აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სს „უნივერსალის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

თბილისი 15 სექტემბერი, 2021  წ.

წინამდებარე განცხადებით სააქციო საზოგადოება „უნივერსალის“ (შემსგომში – „საზოგადოება“) საიდენტიფიკაციო ნომერი: 200004921, იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, თ.ერისთავის ქ.N2)   1316650 ცალი ჩვეულებრივი სახელობით აქციის (რაც შეადგენს საწედებო კაპიტალის აქციების 98,605%-ს) მფლობელი, შპს„უნივერსალი21“,  იყნებს რა „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 53​​​4 მუხლით მონიჭებულ უფლებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) თაობაზე, გამოთქვამს სურვილს,  გამოისყიდოს „საზოგადოების" დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული „საზოგადოების" აქციები სამართლიან ფასად. აქციათა გამოსყიდვის მიზანს წარმოადგენს სააქციოო საზოგადოების ფუნქციონირების გაუმჯობესება და მართვის ოპტიმიზაცია.

წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, აქციონერი შპს „უნივერსალი 21“   მისი სურვილისამებრ ნებისმიერ დროს გამოიყენებს „მეწარმეთა შესახებ“ საქ. კანონითა და სსსკ-ით მონიჭებულ უფლებას და  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIVთავის დებულებების სრული დაცვით  აქციათა სავალდებულო მიყიდვის და აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.  

„საზოგადოების" აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, აქციონერი შპს „უნივერსალი 21“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 53​4  მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან,  სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის თაობაზეც აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი ფასის შესაბამისად.

დამატებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების აქციების 98,605%-ის მესაკუთრე აქციონერს: შპს„უნივერსალი21“-ს ს/ნ: 405459132,  მის: ქ.თბილისი, ზოვრეთის ქუჩა №19,  ტელ:599421102.

დირექტორი              ს. ჩინჩალაძე