ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.10.2021
გამომცემი ორგანო №
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.10.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № |
| №-დან | №-ის ჩათვლით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების
დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2021 წლის 1 ოქტომბერი
ქ. ჭიათურა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი“ 240 1 მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის რეესტრის (ჟურნალის) ფორმა №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა №4 დანართის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის ფორმა №5 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა №6 დანართის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების,
ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის, ნარჩენების მართვის კოდექსის და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარომო ქვითრის
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
1. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე);
2. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან:
ა) ნაწილი 1 – საჯარიმო ქვითარი -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი 2 – საჯარიმო ქვითრის ყუა.
3. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლიარად. პირველი ეგზემპლიარი რჩება მის შემვსებ საჯარო მოხელესთან, ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
4. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი;
ბ) ოქმის შედგენის ადგილი;
გ) ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (პ/ნ, სახელი, გვარი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება: მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი);
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;
ზ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები;
თ) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
ი) თანხის მიმღები მოლარე, თანხის მიმღები მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა, ოქმის შემდგენელი.
5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
6. საჯარიმო ქვითარი უნდა შეიცავდეს ბეჭედის ადგილს. ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
7. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს გაყალბებისაგან დამცავ სამ ნიშანს, კერძოდ:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს;
ბ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია;
გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე.
8. საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს საჯარო მოხელე. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები, შეიძლება ხელი მოაწრონ ამ პირებმაც.
9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდამრღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თან დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.
11. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზიზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გადაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
12. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში.
მუხლი 3🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა - ანგარიშგება
1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორცილედება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისათვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.
3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
4. საჯარიმო ქვითრის ბლანკები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
5. საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღევევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში.
6. ამ მუხლით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით.
7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი და შავი ბურთულიანი კალმით.
8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკვა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში ,,შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
10. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
მუხლი 4🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
საჯარომო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები
– საჯარიმო ქვითარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209
3-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან.
2. ნარჩენების მართვის კოდექსის კოდექსის 47-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს მერიის ადმინისტრაციული სამსახური და ამზადებს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს.
4. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 6🔗.
ჯარიმის გადახდა
1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ჯარიმის თანხა.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათი, კვირა) ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
– აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 7🔗.
ვადის ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
დანართი №2
საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა
ნაწილი I
საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
ბ. ა.
1. შედგენის თარიღი: ___________________________
(რიცხვი, თვე, წელი)
2. შედგენის ადგილი: ___________________________
3. შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: ________________________________________________________
________________________________________________________
4. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები:
________________________________________________________
________________________________________________________
________________________________________________________
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის
რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი: ________________________________________________________
________________________________________________________
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია
_________________________________________________ კოდექსის
___________________ მუხლის _______________ ნაწილით.
7. ჯარიმის ოდენობა: _____________________ ლარი
8. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): _______________________________________________________________________________
_______________________
(მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, პირადი ნომერი, სახელი და გვარი,
მისამართი (რეგისტრაციისა და სხვა)
9. დამრღვევის ახსნა-განმარტება: _________________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________________
(ახსნა-განმარტების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება)
10. მიმღები მოლარე: ____________________________________
(ხელმოწერა) (თარიღი)
საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:
__________________________________________________________
მოწმე: ___________________________________________________________
(ხელმოწერა)
ოქმის შემდგენელი: ________________________________
(ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი: _______________________________
(ხელმოწერა)
ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა:
_________________________________________________
ნაწილი II
საჯარიმო ქვითრის ყუა №
ეს ნაწილი რჩება საბანკო
დაწესებულებაში
1. _________________________
(გადამხდელის სახელი და გვარი)
2. ________________________
(გადამხდელის მისამართი)
3. ________________________
(ჯარიმის ოდენობა)
4. ________________________
_______________ კოდექსის
____________ მუხლი _______ ნაწილი
5. _______________________
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6. _______________________
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე:
___________________________
(ხელმოწერა)
8. შემომტანი:
_________________________
(ხელმოწერა)
ბ.ა.
თარიღი
_________________
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; ისაუბროს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
სამართალდამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის.: ქ.ჭიათურა, ნინოშვილის ქუჩა N7) გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ, ასევე საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) სამართალდამრღვევისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ჭიათურა, თხელიძის ქ. №41) გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ.
დამკვეთი: დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
მისამართი:
დანართი №3
საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის რეესტრი (ჟურნალი)
№
საჯარიმო
ქვითრის
გაცემის
თარიღი
საჯარიმო
ექსკლუზიური
ქვითრის
ნომერი
გაცემული
საჯარიმო
ქვითრის
რაოდენობა
საჯარიმო
ქვითრის
მიმღების
სახელი,
გვარი
ხელმოწერა
მოღებაზე
გამოსაყენებლად
უვარგისი საჯარიმო
ქვითრის
ექსკლუზიური
ნომერი
შენიშვნა
№-დან
№-ის
ჩათვლით
დანართი №4
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
№
საჯარიმო
ქვითრის №
ქვითრის
შედგენის
ადგილი
და
თარიღი
ქვითრის
შემდგენლის
გვარი, სახელი,
თანამდებობა
სამართალ-
დამრღვევი
პირის
მონაცემები
სამართალდარღვევის
არსი (მიეთითოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის მუხლი)
გატარებული
ღონისძიებები
შენიშვნა
დანართი №5
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის
ჩამოწერის ფორმა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
აქტი №
ჭიათურა ____________ 20 ___ წელი
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის შესახებ
№
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის სისწორეს:
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა - ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი
---------------------------------------------------------------------------------------
(სახელი/გვარი/ხელმოწერა)
დანართი №6
სააღსრულებო ფურცლის ფორმა
სააღსრულებო ფურცელი №
--------------ს/ფ გაცემის თარიღი -------------------------------------------აღსრულების ფურცლის გამცემი,
სააღსრულებო ფურცელი გაიცა ------------------------------------------ დამრღვევის გვარი, სახელი პ/ნ ან
იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი--------------------------------------
სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი,
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
(დარღვევის სახეობა (დეტალურად) და ობიექტის მისამართი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
--------------------------------- კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი,
(სანქციის დასახელება აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)--------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები :--------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
მოვალის დასახელება და რეკვიზიტები---------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
------------------------- ხელმომწერი პირი: