„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №490 |
|
2021 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) 60 წლისა და მეტი ასაკის მოსახლეობაში (ე. წ. სამიზნე მოსახლეობა) ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების ხელშემწყობი ღონისძიებების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, ოჯახის/უბნის/სოფლის ექიმისა და ექთნის მიერ სამიზნე მოსახლეობის აცრისწინა ჩაღრმავებულ კონსულტაციას.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა (მ. შ. არანაკლებ 80%-ისა − სახელფასო ფონდი, 20% − ადმინისტრაციული ხარჯი). ამასთან, ექიმისა და ექთნის მიერ კონსულტაციის შედეგად სამიზნე მოსახლეობის:
მ.ა) პირველი დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით;
მ.ბ) მეორე დოზით აცრის შემთხვევაში − ანაზღაურება განისაზღვრება 10 ლარით.“.
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.“.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია:
ზ.ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება;
ზ.ბ) „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება;
ზ.გ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი − „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სოფლის ექიმისა და ექთნის მეშვეობით.“.
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ (2021 წლის 1 მარტამდე), „გ“, „გ1“, „დ“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ი“ და „უ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“.
6. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:
„19. მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით:
ა) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებად ავტომატურად ითვლებიან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები და ასევე „სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები;
ბ) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული კონსულტაციის თაობაზე ინფორმაციის სრულად აღრიცხვა;
გ) განსაზღვრულ მომსახურებასთან დაკავშირებული ადმინისტრირების წესი და პირობები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
|