ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№69/2021
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016597
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №69/2021

2021 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის  მე-2-ე პუნქტის, 761 მუხლის 23-ე პუნქტის, 199-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის, აკრძალულია უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 2. უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირება

 

უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების შემთხვევაში, პარტიას უფლება აქვს, მის ნაცვლად დაუყოვნებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრი.

მუხლი 3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირება
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების შემთხვევაში, მის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს დაუყოვნებლივ დანიშნოს სხვა წარმომადგენელი.

მუხლი 4. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრის/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის კენჭისყრის შენობაში დაშვება
კენჭისყრის დღეს ამ დადგენილების მე-2-მე-3 მუხლების საფუძველზე დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის სხვა წევრი/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის შენობაში დაიშვება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენისა და შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ.

მუხლი 5. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრისთვის ფუნქციის მინიჭება
ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის თავმჯდომარე.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
1. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.



კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.10.2021.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 16.10.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №69/2021. სარეგისტრაციო კოდი — 010210010.15.008.016597.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ“, №69/2021, 16.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016597 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5269341/