ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომ – ორგანიზაცია) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია;
ბ) დემონტაჟი – არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა;
გ) ლიკვიდაცია – დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან განთავისუფლება;
დ) საინვენტარიზაციო კომისია – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №23 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული და ორგანიზაციაში შექმნილი“ საინვენტარიზაციო კომისია“