1. დაწესებულების საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდში.
2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მის ჩამოწერის აუცილებლობას ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენილი აქტებს (№4 და №5 დანართები და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№6 დანბართი ) (გარდა მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დაკვნა (შესაბამისი აუდიტორიული ან საექსპერტო)
3. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყობს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამის ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ.
4. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს.
5. დაწესებულების ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების (გარდა მცირეფასიანი აქტივებისა) ჩამოწერის მიზნით დოკუმენტაცია წარედგინება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს.
6. დაწესებულების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
7. დაწესებულების საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით.
8. დაწესებულების საკუთრებაში არსებული მცირე ფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
9. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დარულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული № 5 დანართის საფუძველზე (გარდა მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა,ვარგისი ნაწილები და სხვა.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
10. დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულება