1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრს 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად.
2. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულების შესაბამის ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის № 605 ბრძანების შესაბამისად.
3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.
5. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავჯდომარე, მოადგილე, ბუღალტერი, (აღრიცხვა-ანგარიშგება ზეპასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
6. კომისიას ხელმძღვანელობს თავჯდომარე,ხოლო მისი არყოფნისას – თავჯდომარის მოადგილე.
7. საჭიროების შემთხვევაში კომისის წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები.
8. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით.
9. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელ აწერს სხდომის თავჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე წევრი.
10. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც, კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავჯდომარის ხმა