სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № 02-2357/ო
2021 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
1.ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: ქ. რუსთავი, მიკრორაიონი XX, №14 სახლის მიმდებარედ) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში;
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერის თამარ შარაშიძის წერილი: № 80414 13.08.2021წ;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თ. ბარკალაიას მოხსენებითი ბარათი: №01-6478 23.09.2021წ.
ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდი ,,საქართველოს კარიტასის“ ბავშვთა პროგრამის მენეჯერის განცხადება: №95699 04.10.2021წ.
ადგილზე შემოწმების აქტი № ლ/ნ 1452-146 27.10.2021წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე.