სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება № REG 2 24 00002208
2024 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 21 ოქტომბრის (№02-336/ო) ბრძანება „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ და, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასისთვის“ (ს/ნ 405033501, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, სერგი ჭილაიას ქუჩა №4) მინიჭებული სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.
2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის“ (ს/ნ 405033501) დირექტორის უფლებამოსილი პირის, თამარ შარაშიძის განცხადებები: №804182, 29.07.2024წ., №809052, 30.07.2024წ., №829094, 02.08.2024წ. და თანდართული დოკუმენტაცია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის წერილი: №MOH 6 24 00842899, 07.08.2024წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.08.2024.
- როდის იქნა მიღებული „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ“?
- „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ“ მიღებულია 15.08.2024. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 2 24 00002208.
- სად არის „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.08.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ“, №REG 2 24 00002208, 15.08.2024 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6266036/