„ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 იანვრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2021 წლის 10 ნოემბერი ქ. ვანი |
1. დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საკრებულო
1. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.
2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 30 წევრისგან. მათ შორის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 20 წევრისგან და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისგან. “
2. დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროებში.“
3. დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მათი მინიჭების წესების დადგენა;“
4. დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის და მერიის თანამდებობის პირების, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;“
5. დანართის მე-3 მუხლის მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დამტკიცება;
ბ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებისა და პროგრამების დამტკიცება;
დ) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პრიორიტეტების დოკუმენტის, სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის კონტროლი და მათი შესრულების შეფასება;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“
6. დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულებების დამტკიცება, ასევე ისეთი გარიგებების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 %-ს;“
7. დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;“
8. დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი ოდენობის დადგენა;“
9. დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;“
10. დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლით მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;“
11. დანართის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:“
12. დანართის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა;“
13. დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საკრებულოს საქმისწარმოება და საკრებულოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. საკრებულოს სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა - ქართული;
2. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება;
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
4. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA“-ს მეშვეობით.
5. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA“-ით.
6. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
7. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
ი) ფოტოსურათი.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.
10. ამ მუხლის მიზნებისთვის ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“
14. დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საკრებულოს ადგილსამყოფელი
1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი ვანი, თავისუფლების ქუჩა № 65 .
2. საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. საკრებულოს ორგანოების სხდომების სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. ობიექტური გარემოების არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს საქმიანობა შეიძლება წარიმართოს დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
4. დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით საკრებულოს საქმიანობა წარიმართება ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ასევე შესაბამისი პროცედურების მიზნებისა და არსის შენარჩუნებით.
5. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება ,,სახელმწიფო დროშის შესახებ“ და ,,სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონებითა და მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.“
15. დანართის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი.“
16. დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15 %-ს.“
17. დანართის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნას.
18. დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 102-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“
19. დანართის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 104-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“
20. დანართის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“
21. დანართის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისია;“
22. დანართის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) განიხილავს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს;“
23. დანართის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის ან/და ფრაქციის თავმჯდომარეც.“
24. დანართის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“
25. დანართის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;“
26. დანართის 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხებიან მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, წელიწადში არანაკლებ ერთხელ ტარდება საკრებულოს გასვლითი სხდომა მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.“
27. დანართის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.“
28. დანართის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 0,5 %-ის მოთხოვნით;“
29. დანართის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.“
30. დანართის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,5 %-ს;“
31. დანართის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დასკვნას.“
32. დანართის 91-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
33. დანართის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში აისახება:
ა) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების როგორც საერთო მოცულობა შემოსავლის ძირითადი წყაროებისა და ხარჯების მიმართულებების, ისე შემოსავლის ყოველი სახეობის, თითოეული მხარჯავი სუბიექტისა და ღონისძიებების მიხედვით ფუნქციონალური და ეკონომიკური საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად;
ბ) სარეზერვო ფონდის მოცულობა;
გ) წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი სახსრების, მათ შორის გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა;
დ) წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა.“
34. დანართის 96-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 96. მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება“
35. დანართის 96-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.
36. დანართის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინიციატორი, მუნიციპალიტეტის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, შეიძლება იყოს მხოლოდ მერი.“
37. დანართის 102-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 102. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება“
38. დანართის 102-ე მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა ამ რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლებამოსილება შეუჩერდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, მერის მოვალეობის შესრულებისას.“
39. დანართის 111-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე vani.gov.ge, ხოლო გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.“
40. დანართის 119-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს ბიურო პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს.“
41. დანართის 119-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.“
42. დანართის 126-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ინიციატორთა ჯგუფი ვალდებულია ხელმოწერების შეგროვებისათვის საკრებულოს მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელების გაცემიდან 30 დღის ვადაში შეაგროვოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5 %–ის ხელმოწერები და ჩააბარონ საკრებულოს აპარატს.“
43. დანართის 126-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5 %–ის ხელმოწერათა ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს ხელმოწერათა ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.“
44. დანართის 137-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 137. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე vani.gov.ge პროაქტიულად გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები - შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;
დ) საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ე) საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;
ზ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;
თ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ი) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
კ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – საკრებულოში ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ლ) საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში – საკრებულოში წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
მ) მერის, მერიის სამსახურების უფროსების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ნ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები – საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
ო) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – საკრებულოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.
პ) პეტიცია – საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
ჟ) რეგლამენტის 108-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი წერილობითი ინიციატივა – საკრებულოში მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საჯარო ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოქვეყნდეს ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.“
45. დანართის 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 139. პეტიციის წარდგენის უფლება
1. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5 %-ს;
ბ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომ – საერთო კრება).“
46. დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1411 მუხლი:
„მუხლი 1411. პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენა
1. საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
2. ელექტრონული პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ ვანის მუნიციპალიტეტის ტეირტორიაზე რეგისტირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5 პროცენტს;
3. ელექტორნული სახით პეტიციის ავტორი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს;
4. პეტიციის ავტორს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლის დადასტურების შემდეგ ავტორი კოდური სიტყვით/სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას;
5. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ავტორმა პეტიციის ტექსტი ქართული Sylfaen შრიფტით უნდა განათავსოს აპლიკაციაში, და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს:
ა) ინფორმაცია პეტიციის წარმდგენი სუბიექტის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 3 მომხსენებლის/მომხსენებლების (შემდგომში – მომხსენებელი) შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ელექტრონული ფოსტის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი;
ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ან – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის პრიციპები ან კონკრეტული წინადადებები; ან – კონკრეტულად ჩამოყალიბებული და დასაბუთებული მოთხოვნა;
გ) ნებისმიერი დოკუმენტი და/ან მასალები, რომლებიც პეტიციის წარმდგენ სუბიექტს პეტიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ.
6. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოჩნდება მათი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე.
7. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ატვირთვის დასტური, მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
8. პეტიციის ტექსტი მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე არ აისახება თუ:
ა) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს;
ბ) ტექტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს;
გ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
9. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად მუნიციპალიტეტის ამომრცეველმა აპლიკაციაში, ქართული Sylfaen შრიფტით უნდა ჩაწერონ საკუთარი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
10. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად ამომრჩეველი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების მეშვეობით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას.
11. ხელმოწერის შესრულებისას ამომრჩეველი თუ არ არის თანახმა მისი სახელი და გვარი საჯარო გახდეს, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამისათვის შესაბამის ფანჯარაში ხელმომწერმა მხოლოდ მონიშვნა უნდა გააკეთოს.
12. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლისა და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის.
13. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენობას და პეტიციის ავტორ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარ(ებ)ს.
14. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, საჭირო ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციის გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტონული ფოსტის მისამართზე აგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას.
15. აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აღნიშნავს პეტიციის წარდგენის თარიღს და საკრებულოს აპარატისაგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას.
16. საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღისა და დროის მითითებით.
17. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს პეტიციის რეგისტრაციას.
18. პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებელს და აღნიშნულ ინფორმაცის განათავსებს ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.“
|