შპს „ეროვნული რეესტრისათვის“ (ს/ნ: 204409906) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №357
2021 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
1. შპს „ეროვნულ რეესტრს“ (ს/ნ: 204409906) გაუუქმდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია 2021 წლის 21 დეკემბრიდან.
2. 2021 წლის 21 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „ეროვნული რეესტრისთვის“ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2013 წლის 1 თებერვლის №58 განკარგულება.
3. შპს „ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმებიდან 3 დღის განმავლობაში.
4. ეს განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა.