საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
მიღების თარიღი 16.11.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1028-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.09.001.016682
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 220 000 ლარით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საპენსიო სააგენტომ.
4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან (გარე აუდიტორთან) − შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოსთან“ გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა
თბილისი,
16 ნოემბერი 2021 წ.
N1028-VIმს-Xმპ