საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.11.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-90/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016916
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-90/ნ
2021 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა თანდართული სახით.
2. ემბლემის აღწერილობა – მეწამული არშიით შედგენილი ჰერალდიკური ფარის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამულით და ლაჟვარდით შედგენილი ორი ხელის სტილიზირებული გამოსახულება.
მეწამული (წითელი) ფერის გამოსახულება (#FF0000. R:225; G:0; B:0. C:0 M:100; Y:100; K:0).
ლაჟვარდი (ლურჯი) ფერის გამოსახულება (#374FA2. R:55; G:79; B:162. C:90 M:80; Y:0; K:0).
ვერცხლი (თეთრი) ფერის გამოსახულება (#FFFFFF. R:255; G:255; B:255. C:0; M:0; Y:0; K:0).
3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და აშ.) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენების წესები, შესაძლებელია, დაზუსტდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით.
4. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე