დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2021
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016424
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2021
matsne.gov.ge 642 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა
ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2
ავტორიზაცია
მერიის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის  რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და პაროლის მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც მერიის თანამშრომელი  ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას.
მუხლი 2
ციფრული ხელმოწერა
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელმოწერა.
მუხლი 2
ელექტრონული დოკუმენტი
ელექტრონული, ოპტიკური ან მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია.
მუხლი 2
განცხადება
დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა.
მუხლი 2
სამართლებრივი აქტი
მერიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი.
მუხლი 2
დაინტერესებული მხარე
ნებისმიერი  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომელთანაც დაკავშირებითაც გამოცემულია სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამართლებრივი აქტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
მუხლი 2
პირადი გვერდი
განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.02.2022 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 07.10.2019 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.08.2015 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.10.2019 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №46 2021 წლის 24 ნოემბერი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დანართი №1 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მერია) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების განხორციელების პირობებს. 2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტის მართვის სისტემა“. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: 1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. ავტორიზაცია – მერიის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის  რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და პაროლის მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც მერიის თანამშრომელი  ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას. 3. ციფრული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელმოწერა. 4. ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია. 5. განცხადება  – დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა. 6. სამართლებრივი აქტი – მერიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი. 7. დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი  ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომელთანაც დაკავშირებითაც გამოცემულია სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამართლებრივი აქტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. 8. პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა.  მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების წარდგენა 1. მერიის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია მერიაში წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში განმცხადებელი) ან/და მერიის ინიციატივით. 2. მერიაში განცხადების წარდგენის შემდეგ, მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას, ელექტრონული დოკუმენტბრნვის სისტემაში. 3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალიდან მათ შესაბამისობაზე  პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს. 5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მერიის შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის  ან/და ინფორმაციის მიწოდებას. 6. თუ განმცხადებელი  მერიას  არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მერია განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში მერია მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4🔗. განცხადების განხილვა და სამართლებრივი აქტის გამოცემა 1. მერიის მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია მერიაში წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში განმცხადებელი) ან/და მერიის ინიციატივით. 2. მერიაში განცხადების წარდგენის შემდეგ, საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში. 3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს. 5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით მერიის შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შვსეებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას. 6. თუ განმცხადებელი მერიას არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, მერია განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის  ამოწურვის შემთხვევაში მერია მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 5🔗. განცხადების განხილვის ვადები განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების/ატვირთვის შემდგომი დღიდან. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი