„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №291 |
|
2021 წლის 25 ნოემბერი ქ. რუსთავი |
1.1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს) მოსახლეობისა და შშმ პირების ყოველდღიურად ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს.“
ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.“
გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის წესი
1. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ე) მუდმივი ბინადრობის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში);
2. განცხადებების ქვეპროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობას განსაზღვრავს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური. განცხადების ქვეპროგრამასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, სამსახური წერილობითი ფორმით უზრუნველყოფს მოქალაქის ინფორმირებას არაუგვიანეს განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 2050 (ორი ათას ორმოცდაათი) ბენეფიციარის დაკმაყოფილება.
4. ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს (კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში) განსაზღვრავს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ჯგუფის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 2050-ზე მეტი ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობის არსებობის შემთხვევაში (რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს) ჩასმულნი იქნებიან მომლოდინათა სიაში. პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი“.
დ) მე-5 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უფასო სასადილოების მენიუს შემადგენლობას/არსებული შემადგენლობის განახლებას უზრუნველყოფს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი, ნუტრიციოლოგის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე“.
ე) მე-5 მუხლი მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქვეპროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების სადილით უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ოთხ ლოკაციაზე არსებული უფასო სასადილოების ქსელის საშუალებით. სასადილოების მოწყობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას წარადგენს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი“.
ვ) მე-5 მუხლი მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების აღრიცხვა ხორციელდება ყოველდღიურად, სასადილოებში განთავსებული ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე, შესაბამისი დაშვების ბარათის დაფიქსირებით“.
ზ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს მე-51 ქვპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეჩერების საფუძველია:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შეჩერება.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეჩერება.
გ) ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე 14 დღის განმავლობაში ზედიზედ არ დაფიქსირება“.
თ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს მე-52 ქვპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შეწყვეტა.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა.
გ) ელექტრონული დაშვების სისტემის აპარატზე 1 თვის განმავლობაში ზედიზედ არ დაფიქსირება;
დ) პირის გარდაცვალება.
ი) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს მე-53 ქვპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„53 . ქვეპროგრამით სარგებლობის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი პროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ წარდგენილი ბენეფიციართა სიის საფუძველზე. პროგრამით სარგებლობის შეჩერების/ შეწყვეტის საფუძვლების გარემოებისას, ბენეფიციარის მიერ საპატიო ინფორმაციის/შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, ჯგუფის გადაწყვეტილებით ბენეფიციარს შესაძლოა მიეცეს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება, გადაწყვეტილების მიღების მეორე დღიდან“.
მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს მე-54 ქვპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„54. სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილება ქვეპროგრამით სარგებლობის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ეგზავნება ბენეფიციარს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“
1.2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სარიტუალო მომსახურებები" (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი/ები-ს წევრთა (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯების დაფარვის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.“
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:შემდეგიი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„ გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე და მცხოვრები სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს) ოჯახის წევრთა სარიტუალო (დაკრძალვის) ხარჯები.
გ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილი მეომრების (დაკრძალვა/გადმოსვენება).“
1.3. პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ების სასმელი წყლის გადასახადზე შეღავათის დაწესების პირობებს და პროცედურებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება (შემდგომში "ბენეფიციარი")“.
1.4. პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული "უხუცეს მოქალაქეთა დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. უხუცეს მოქალაქეთა დახმარება“ (პროგრამულიკოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ და მცხოვრებ, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული უხუცესების, ერთჯერადი მატერიალური დახმარების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).“
ბ) მე-2 მუხლის მე-1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1 ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ასი წლის და ას წელს გადაცილებული პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).“
გ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები ასი წლის და ას წელს გადაცილებული უხუცესი მოქალაქის დახმარება, თითოეულისათვის წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.“
1.5. პირველი მუხლის „ი“ პუნქტით დამტკიცებულ „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ები, რეგისტრირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი შვილი) ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევის პირობებსა და პროცედურებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.“
ბ) მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები (ასევე, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით.“
1.6. პირველი მუხლის „კ“ პუნქტით დამტკიცებულ „საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა). თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 200 (ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით“.
1.7. პირველი მუხლის „ლ“ პუნქტით დამტკიცებულ „სოციალური დახმარებების პროგრამის" (პროგრამული კოდი 06 02 12) განხორციელების წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული საჩუქრების გადაცემის სადღესასწაულო დღეები
1. დედის დღე - 3 მარტი.
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
3. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი.
4. შობა-ახალ წელი“.
1.8. პირველი მუხლის „ო“ პუნქტით დამტკიცებულ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარების“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესში:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა სოციალური დახმარება“ (კოდი 06 02 11) განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტებისათვის მატერიალური წახალისების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.“
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტი, რომელიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;
გ) სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტის სრული ოდენობა და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან);
დ) სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია (100-ქულიანი შეფასების სისტემიდან).
|