1.
მერი უფლებამოსილია თვითმმართველი ერთეულის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.
2.
ინიციატორი, თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს, შეიძლება იყოს მხოლოდ მერი.
3.
საკრებულოს მიერ მერისთვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე).
4.
საკრებულო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავის გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულო, ასევე უფლებამოსილია მერს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში მერი ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე.
5.
შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არა ნაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.
6.
მერის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 100. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 96. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 90. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 94. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 95. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 96. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 97. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 98. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
- მუხლი 99. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 101. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
- მუხლი 102. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
- მუხლი 103. პეტიცია
- მუხლი 104. ელექტრონული პეტიცია
- მუხლი 105. არჩევნების ჩატარების ზოგადი წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 100, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-100/