1.
ამ რეგლამენტის მე-103 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში - აპლიკაცია) მეშვეობით.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პეტიციის წარდგენის მიზნით მომხმარებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა რაოდენობა აღემატება ერთს, ერთ-ერთი მომხმარებელი, რეგისტრირდება აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს. მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლითაც ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას.
3.
მომხმარებელი ვალდებულია ამ რეგლამენტის მე-106 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში ქართული Silfaen შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ რეგლამენტის მე-103 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე ატვირთვის დასტური, მომხმარებელს ეგზავნება მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე, ასეთის მითითების შემთხვევაში.
5.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით აპლიკაციაში განთავსებულ ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე არ ასახავს თუ:
ა)
ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს;
ბ)
ტექსტის შინაარსი შეურაცყოფას აყენებს ნებისმიერ პირს;
გ)
ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
6.
ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში ატვირთულ პეტიციაზე ამომრჩევლების მიერ ხელმოწერის შესრულება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გარეშე.
7.
ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩევლები აპლიკაციაში, ქართული Silfaen შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და მობილური ტელეფონის ნომერს. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩეველი ვალდებულია, აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას. აპლიკაციაში ამომრჩეველის მონაცემების ხელმომწერთა სიაში დამატება ხდება მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში გაგზავნილი კოდური სიტყვის/სიმბოლოების მეშვეობით ხელმოწერის დადასტურების შემდეგ და აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში უთითებს ხელმოწერის განხორციელების თარიღს. ერთი მობილური ტელეფონის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არაუმეტეს 5 პირის რეგისტრაციის მიზნით.
8.
ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე. თუ ამომრჩეველი არარის თანახმა, მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხმარებლისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის.
9.
აპლიკაცია უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურად არ იყოს შესაძლებელი ორი ან რამდენიმე ხელმოწერის შესრულება საქართველოს მოქალაქის ერთი და იგივე პირადი ნომრით.
10.
პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმომწერთა მინიმალურ რაოდენობას და მომხმარებლ(ებ)ის სახელ(ებ)ს და გვარ(ებ)ს.
11.
პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ამომრჩეველთა მიერ ამ რეგლამენტის მე-103 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხმარებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტსა და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას მე-103 მუხლის მეოთხე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას, საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხმარებელს, თარიღისა და დროის მითითებით.
12.
პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და მე-103 მუხლის მოთხოვნებთან, ასევე პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის, მე-103 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
13.
პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს ამ რეგლამენტის მე-103 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას.
14.
ამ რეგლამენტის მე-103 მუხლის მე11 პუნქტით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხმარებელს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე. (აქ გადასამოწმებელია, მუხლები და პუნქტები სხვა მუხლებიდან და პუნქტებიდან).თავი X
საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა
არჩევა და გადარჩევ