1.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.
2.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე საკრებულო ისმენს საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნას.
3.
მომხსენებელთა და საკრებულოს შესაბამისი კომისიის დასკვნის მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, რომლის დასრულების შემდეგ საკრებულო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 98. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 თვის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 92. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 93. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 94. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 95. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 96. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 97. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 99. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 100. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 101. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
- მუხლი 102. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
- მუხლი 103. პეტიცია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 98, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-98/