1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენა.
2.
ელექტრონული პეტიციის წარდგენის მიზნით, მომხსენებელი ან რამდენიმეს შემთხვევაში, ერთ-ერთი, რეგისტრირდება აპლიკაციის მომხსენებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, აპლიკაციაში განათავსებს პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს და ელექტრონულ ფოსტაზე კოდური სიტყვის/სიმბოლოები მიღების შემდეგ ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას.
3.
მომხსენებელი ვალდებულია ამ დადგენილების 125-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში ქართული (Sylfaen) შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ მუხლის 125-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“- „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია.
4.
აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთის დასტური მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
5.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი პეტიციას არ ასახავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე, თუ იგი ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავსუფლებებს ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს.
6.
პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩევლების აპლიკაციაში ქართული (Sylfaen) შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართს, ამასთან, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად ამომრჩეველი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას.
7.
ამომრჩევლმა ხელმოწერის შესრულებისას უნდა დააფიქსიროს პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე, თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას და მისი პერსონალური მონაცემები ხელისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილი პირისთვის.
8.
პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ ოდენობას და მომხსენებლების სახელსა და გვარს.
9.
პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, პეტიციაზე დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის რეგისტრაციაზე „გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის, პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფორტის მისამართზე, აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას 1232 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისაგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას, რომლის მიღების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომსხენებელს, თარიღისა და დროის მითითებით.
10.
პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ მუხლის მოთხოვნებთან, ასევე პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხსენებელი.
11.
პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იწყებს პეტიციის რეგისტრაციას.
12.
საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებელს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 132. ელექტრონული პეტიცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 30 დღის ვადაში
- ვადა 3 სამუშაო დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 84. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის პროცედურა
- მუხლი 145. პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით
- მუხლი 104. ელექტრონული პეტიცია
- მუხლი 100. ელექტრონული პეტიცია
- მუხლი 138. პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით
- მუხლი 130. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 126. პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა
- მუხლი 127. პეტიციის გამოქვეყნება
- მუხლი 128. პეტიციის განხილვისთვის მომზადება
- მუხლი 129. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 130. პეტიციის განხილვა
- მუხლი 131. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 133. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი მიმართვა
- მუხლი 134. მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირისადმი საჯარო განცხადებით მიმართვის წესი
- მუხლი 135. საკრებულოს მიერ ამომრჩეველთა მოსმენის წესი (საკრებულოს „ღია კარის სხდომა")
- მუხლი 136. ამომრჩეველთა მიერ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი
- მუხლი 137. ამომრჩეველთა მოთხოვნით მოწვეული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 132, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-132/