„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.120.016378
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2021 წლის 3 დეკემბერი

ქ. სამტრედია

 

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’ს“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“-ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 18/05/2021. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.120.016366) დამტკიცებულ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს ცვლილება. 

2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“,  მე-4 მუხლის  მე-3 პუნქტის , „გ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა; კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება, კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა.“

3. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“,  მუხლი 19 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები.

1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს  თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით  საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 36–ე მუხლის და ამ რეგლამენტის 110-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას); ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს.

4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები  იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 112-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში“.

4. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“,  მე-20 მუხლის  1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო“.

5. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“,  24-ე მუხლის  მე-5  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილის და მოადგილეებისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი“.

6. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“,  24-ე მუხლის  მე-8  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის

მქონე კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე“.

7. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“,  37-ე მუხლის    1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის გაუქმებისა და  ფრაქციის წესდებაში   ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.

8.  ამოღებული იქნას „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“,  მე-40 მუხლი.

9. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“,  მე-40  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის  პირები

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის  პირები არიან:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.

ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია