1. მე-5 მუხლს:
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. იუნკერის სააღლუმე სამხედრო ფორმის შემადგენლობა (სურათი №31):
ა) მამაკაცისათვის: მუქი ნაცრისფერი შარვალი, მუქი ნაცრისფერი კიტელი, მუქი ნაცრისფერი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ფერის დაბალყელიანი ფეხსაცმელი, შავი ფერის წინდა, მუქი ნაცრისფერი/შავი ფერის შარვლის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა;
ბ) ქალისათვის: მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო/შარვალი, მუქი ნაცრისფერი კიტელი, მუქი ნაცრისფერი წინაფრიანი ქუდი, თეთრი პერანგი, შავი ფერის დაბალყელიანი ფეხსაცმელი, შავი ფერის კოლგოტი, მუქი ნაცრისფერი/შავი ფერის შარვლის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
სურათი №3
1
32. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სააღლუმე სამხედრო ფორმები არ ვრცელდება იუნკერზე.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ სააღლუმე სამხედრო ფორმაზე დასაშვებია მუქი ნაცრისფერი მოკლე პალტოს (მანტოს) ტარება.“.
2. მე-6 მუხლს:
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. იუნკერის ყოველდღიური სამხედრო ფორმის შემადგენლობა (სურათი №61):
1. იუნკერის ყოველდღიური სამხედრო ფორმის შემადგენლობაში შედის:
ა) მამაკაცისათვის: მუქი ნაცრისფერი შარვალი, მუქი ნაცრისფერი კიტელი, ბერეტი, ღია ნაცრისფერი პერანგი, შავი ფერის დაბალყელიანი ფეხსაცმელი, შავი ფერის წინდა, მუქი ნაცრისფერი/შავი ფერის შარვლის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა;
ბ) ქალისთვის: მუქი ნაცრისფერი ქვედაბოლო/შარვალი, მუქი ნაცრისფერი კიტელი, ბერეტი, ღია ნაცრისფერი პერანგი, შავი ფერის დაბალყელიანი ფეხსაცმელი, შავი ფერის კოლგოტი, მუქი ნაცრისფერი/შავი ფერის შარვლის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
სურათი №61
32. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ყოველდღიური სამხედრო ფორმები არ ვრცელდება იუნკერზე.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ ყოველდღიურ სამხედრო ფორმაზე დასაშვებია მუქი ნაცრისფერი მოკლე პალტოს (მანტოს) ტარება.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით განსაზღვრული ყოველდღიური სამხედრო ფორმა სამხედრო მოსამსახურემ შეიძლება ატაროს პიჯაკის/კიტელის გარეშე, მოკლესახელოებიანი ან გრძელსახელოებიანი პერანგით, რომლებზეც დაიტანება სამხედრო წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. გრძელსახელოებიან პერანგზე სამხედრო მოსამსახურემ უნდა ატაროს ჰალსტუხი.“;
ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მუქი ნაცრისფერი პულოვერი, რომელზეც დაიტანება სამხედრო წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პიჯაკის/კიტელის ჩაცმა დაუშვებელია, ამასთან პულოვერის ქვეშ სამხედრო მოსამსახურემ უნდა ატაროს მოკლესახელოებიანი ან გრძელსახელოებიანი პერანგი და ჰალსტუხი.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, სარდალი, ეროვნული გვარდიის უფროსი, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი – დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში;“.
5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, სარდალი, ეროვნული გვარდიის უფროსი, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი – დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში;“.
6. №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის პლანშეტი №21:
„პლანშეტი №21
„იუნკერის ყოველდღიურ/სააღლუმე სამხედრო ფორმის კიტელის“ განმასხვავებელი ნიშნები, მათი განლაგების წესი და სხვა ატრიბუტიკა
ნიმუში
აღწერილობა:
ა) სახელოს ზოლები და ღილები – იქარგება ოქროსფერი ძაფით;
ბ) საქართველოში მიღებული სამკერდე ნიშანი მაგრდება პიჯაკის მარჯვენა მხარეს, ზედა ჯიბის თავზე, ჯიბის სარქველიდან 5 სმ-ის დაშორებით;
გ) იუნკერის გვარის აღმნიშვნელი ფირფიტა (პლასტმასის ფირფიტის სიგრძე გვარის სიგრძის შესაბამისად არანაკლებ 80მმ და სიგანე 17მმ) მაგრდება პიჯაკის მარჯვენა ზედა ჯიბის სარქველის ზემოთ 5მმ-ის დაშორებით;
დ) ზემდგომი ქვედანაყოფის აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი (დიამეტრი 70 მმ) მაგრდება პიჯაკის მარჯვენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით;
ე) სახელმწიფო დროშა (70X45 მმ) მაგრდება პიჯაკის მარჯვენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 7 სმ-ის დაშორებით;
ვ) სამხედრო პროფესიული განათლების აღმნიშვნელი თამასა მაგრდება პიჯაკის მარჯვენა მხარეს, გვარის აღმნიშვნელი ფირფიტის ზემოთ, 5 მმ-ის დაშორებით;
ზ) საყელოს ნაქარგობა – იქარგება ოქროსფერი ძაფით;
თ) წამოსაცმელი სამხრეები მუქი ნაცრისფერი – ოქროსფერში მოქარგული, იუნკერის კურსის აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშნით მაგრდება ორივე მხარზე;
ი) სახელმწიფო და უწყებრივი ორდენების/მედლების თამასები მაგრდება პიჯაკის მარცხენა მხარეს, ზედა ჯიბის თავზე, ჯიბიდან 5 მმ-ის დაშორებით;
კ) უშუალო ქვედანაყოფის აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი (დიამეტრი 70 მმ) მაგრდება პიჯაკის მარცხენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 7 სმ-ის დაშორებით;
ლ) სპეციალური კურსის დამთავრების აღმნიშვნელი ნიშანი მაგრდება პიჯაკის მარცხენა მხარეს, სახელმწიფო და უწყებრივი ორდენების/მედლების თამასების ქვევით, 5 სმ-ის დაშორებით;
მ) საზღვარგარეთ მიღებული სამკერდე ნიშანი მაგრდება პიჯაკის მარცხენა მხარეს, სპეციალიზებული კურსის აღმნიშვნელი ნიშნის ქვევით, ჯიბის სარქველიდან 5 სმ-ის დაშორებით.“.