შპს „ფინტენოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404541082) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №386
2021 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
1. გაუუქმდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შპს „ფინტენოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404541082) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი: 0086 - 2904).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,შპს ,,ი-მარკეტ“-ის საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2019 წლის 15 აპრილის №727 განკარგულება.
3. დაიწყოს შპს „ფინტენოს“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. შპს „ფინტენოს“ ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403). 5. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე (www.matsne.gov.ge). ასევე, ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორ(ებ)ს, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. 6. ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებს და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ყველა ორგანოს ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი. 7. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი
.