ოპერატორს შეუძლია შეიტანოს განაცხადი ერთ ჭაბურღილში რამდენიმე ფენის ერთდროულ ექსპლუატაციაზე. განაცხადი ერთდროულ ექსპლუატაციაზე უნდა შეიცავდეს:
ა) გეოლოგიურ აგებულებას და პროდუქტიული ფენების გამოკვლევის მონაცემებს;
ბ) ჭაბურღილის მოწყობილობის სქემატურ დიაგრამას და ათვისების მეთოდის დახასიათებას;
გ) სხვა ინფორმაციას ჭაბურღილის შესახებ;
დ) ნავთობისა და გაზის დანაკარგების აღსაკვეთი ღონისძიებების აღწერა