1. ნავთობისა და გაზის საბადოები არ უნდა იქნეს ექსპლუატირებული მაქსიმალური ეფექტურობის ნორმის გადაჭარბებით, რომელიც განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამის გეგმაში ან მასში შეტანილ ცვლილებებში.

2. ყოველი ჭაბურღილისათვის უნდა განისაზღვროს მაქსიმალური მოპოვების საწყისი ნორმა ისეთი შემზღუდველი ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც განპირობებულია ჭაბურღილის მიმდებარე მიწისზედა ნაგებობებით, ქვიშის გატანით, გაზი/ნავთობისა და წყალ/ნავთობის ფაქტორებით, პერფორირებული ინტერვალების მდებარეობით, ექსპლუატაციის მეთოდებითა და ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების და რეალიზაციის შესაძლებლობებით. ჭაბურღილები არ უნდა იქნეს ექსპლუატირებული მაქსიმალური მოპოვების ნორმის გადაჭარბებით. მე-5 მუხლის პირობებიდან გამომდინარე, ოპერატორს უფლება აქვს პერიოდულად გადასინჯოს მაქსიმალური მოპოვების ნორმა და წარუდგინოს იგი სააგენტოს დასამტკიცებლად. მაქსიმალური მოპოვების ნორმის მათემატიკურმა ჯამმა შეიძლება გადააჭარბოს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ მაქსიმალური ეფექტურობის ნორმას.

თავი XXXIV

რამდენიმე ფენის ერთდროული ექსპლუატაც