1. სააგენტოს შეუძლია, თავისი ინიციატივით ან ოპერატორის განცხადების საფუძველზე, მოითხოვოს ერთობლივი დამუშავება, თუ:

ა) ერთობლივი დამუშავება სავალდებულოა ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებისათვის და მეზობელ ფართობებზე მომუშავე ოპერატორების უფლებების დასაცავად;

ბ) ნავთობისა და გაზის დაგროვება ასეთ ბუდობში სცილდება სახელშეკრულებო ან სალიცენზიო ფართობს და ვრცელდება სხვა ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული ოპერატორი წერილობითი შეტყობინებით ერთობლივი დამუშავების თაობაზე შემოტანილი წინადადებების შესახებ. ოპერატორს უნდა მიეცეს ასოთხმოცი (180) დღე ასეთი შეტყობინების მიღებიდან, რათა სააგენტოს წარუდგინოს ნებაყოფლობითი ერთობლივი დამუშავების გეგმა, 108-ე მუხლის შესაბამისად. თუ დაინტერესებული ოპერატორები და კონტრაქტორები ვერ მოახერხებენ ნებაყოფლობითი ერთობლივი დამუშავების გეგმის წარდგენას დადგენილ ვადაში, სააგენტოს შეუძლია გაუგზავნოს მხარეებს წერილობითი შეტყობინება თავის განზრახვაზე იმოქმედოს წინამდებარე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუქტების შესაბამისად და მოიწვიოს დაინტერესებული ოპერატორები სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ერთობლივად დასამუშავებელი ფართობების განსახილველად. სააგენტომ შეიძლება მიმართოს საქმის დამოუკიდებელ მომკვლევს, რომელმაც უნდა იმოქმედოს ამ წესების LXX და LXXI თავების შესაბამისად, ან თუ ყველა ოპერატორი თანახმაა, სააგენტომ შეიძლება ჩაატაროს განხილვა როგორც ეს დადგენილია XXX თავით.

3. ერთობლივ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განხილვა ჩატარდება სააგენტოს მთავარ ოფისში თბილისში, ან სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა ადგილას. განხილვის თარიღი და დაწყების დრო მითითებული უნდა იყოს შეტყობინებაში. განხილვის მასალები შევა განხილვის ოქმში. ოქმის მიღება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ ოპერატორს.

4. განხილვას ხსნის სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ჩამოაყალიბებს განხილვიხ მიზანსა და შინაარსს და განსაზღვრავს იმ საკითხებს, რომლებიც უნდა იქნეს განიხილული. განხილვის ყველა ოფიციალურმა დამსწრემ, რომლებმაც დააკმაყოფილეს ამ პუნქტით დადგენილი თხუთმეტ (15) დღიანი მოთხოვნა, უნდა განაცხადოს თავისი სახელი და მისამართი, ასევე მიუთითონ იმ უწყების დასახელება, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ამის შემდეგ ასეთი პირი ითვლება პროტოკოლის მხარედ და მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ წერილობითი, ზეპირი, ან ნივთიერი დასაბუთებების სახით წარმოადგინოს შეთავაზებულ ერთობლივად დასამუშავებელ ფართობთან დაკავშირებული დასაბუთებები. თუ პროტოკოლის მხარე თავის ჩვენებებში აპირებს გამოიყენოს წერილობითი ან ნივთიერი დასაბუთებები, ასეთი ჩვენებები ან დასაბუთებები გადაეცემა სააგენტოს და წარედგინება ყველა დაინტერესებულ მხარეს განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს თხუთმეტი (15) დღით ადრე.

5. განხილვის დამთავრებიდან ან 261-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების პროექტის მომზადებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში სააგენტომ უნდა გააანალიზოს განხილვაზე წარმოდგენილი დასაბუთებები და გამოიტანოს დასკვნა, რომ:

ა) შემოთავაზებული ერთობლივად დასამუშავებელი ფართობი მტკიცდება ერთ-ერთი ოპერატორის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით;

ბ) ერთობლივად დასამუშავებელი ფართობის ერთ-ერთი ვარიანტი მტკიცდება ცვლილებებით, რომლებიც ითვალისწინებენ განხილვაზე გაკეთებულ დასაბუთებებს;

გ) მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სავალდებულო ერთობლივი დამუშავებისათვის არანაირი შემდგომი ღონისძიება აღარ გატარდება.

6. ზემოთ მოყვანილი მე-5 პუნქტის ა) ან ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებიდან ასოთხმოცი (180) დღის განმავლობაში, ოპერატორები, რომელთაც ეხებათ ეს გადაწყვეტილება, ერთად ამზადებენ ერთობლივი დამუშავების გეგმას და წარუდგენენ მას სააგენტოს.

7. წინამდებარე წინამდებარე მუხლის დებულებებსა და ამ წესების ძალაში შესვლამდე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებსა და დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ოპერატორს შეუძლია განახორციელოს საქმიანობა ხელშეკრულების პირობებისა და დებულებების შესაბამისად.

8. ოპერატორს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ფართობზე, რომელიც ექვემდებარება ერთობლივ დამუშავებას და ეს ფართობი ამოღებულ იქნება ხელშეკრულებიდან.

9. ლიცენზია ჩაითვლება გაუქმებულად იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ოპერატორი არ იცავს წინამდებარე მუხლის მე-5 ან მე-7 პუნქტების მიხედვით გამოტანილ დადგენილებას;

ბ) ოპერატორი არ დააბრუნებს ლიცენზირებულ ფართობს, რომელიც ექვემდებარება ერთობლივ დამუშავებას მე-8 პუნქტის შესაბამისად.

ორივე შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია გააუქმოს ლიცენზიის მოქმედების ძალა ამ ფართობზე და მიწის ფართობი ამოღებული იქნება ხელშეკრულებიდან.

კარი VII

მომპოვებელი ჭაბურღილებისა და ნაგებობების ექსპლუატაცია

თავი XXXI

მომპოვებელი ჭაბურღილებისა და ნაგებობების ექსპლუატაციის ზოგადი მოთხოვნე