1. სააგენტოს შეუძლია დაამტკიცოს განაცხადი ნავთობგაზიანი კოლექტორ(ებ)ის ერთობლივ დამუშავებაზე, თუ ერთობლივი დამუშავება:

ა) ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებას;

ბ) ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და დაიცავს მიმდებარე ფართობების ოპერატორების უფლებებს საერთო ნავთობგაზიანი კოლექტორის მიმართ;

გ) შეესაბამება ამ წესების 109-ე მუხლის მოთხოვნებს.

2. ერთობლივი დამუშავების გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, სააგენტოს უნდა წარედგინოს განაცხადი. სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებას, კანონს და მარეგულირებელი წესების VI კარის მოთხოვნებს.

3 .მას შემდეგ, რაც ოპერატორები ერთობლივად შეთანხმდებიან, რომ შესრულებულია 108-ე მუხლის მოთხოვნები, სააგენტოს რაც შეიძლება დროულად უნდა წარედგინოს ერთობლივი დამუშავების გეგმა.

4. ერთობლივი დამუშავების ყოველი წარმოდგენილი გეგმა, საჭიროების მიხედვით, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ამ წესების XXVIII თავში მოთხოვნილ ინფორმაციას, თუ ასეთი ინფორმაცია მანამდე არ ყოფილა წარდგენილი სააგენტოში;

ბ) ერთობლივი დამუშავების ხელშეკრულებისა და ერთობლივი დამუშავების საოპერაციო ხელშეკრულების ასლს;

გ) რუკას, რომელიც ასახავს ერთობლივად დასამუშავებელ ფართობს და ამ ფართობის სხვადასხვა მფლობელისა ან ოპერატორის ფართობის ცალკეულ უბნებზე მონაწილეობის დეტალებს;

დ) სხვა ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ წარდგენილი ერთობლივი დამუშავების გეგმა შეესაბამება 108-ე მუხლის მოთხოვნებ