იმ შემთხვევაში, თუ სააგენტომ გამოიტანა დასკვნა შესაბამისობის შესახებ ამ კარის 98-ე მუხლის შესაბამისად, ასეთი დასკვნა არ იმოქმედებს კონკრეტული სამუშაოს ნებართვისათვის შეტანილი განაცხადის მომდევნო განხილვაზე. ასეთი განაცხადი განიხილება მხოლოდ მასში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და გადაწყვეტილება მიიღება ამ წესების შესაბამისად.
მუხილი 105. დამუშავების გეგმიდან გადახვევა
ოპერატორი პასუხისმგებელია დამუშავების გეგმის შესაბამისად, დამუშავების ოპერაციების ჩატარებაზე, რომლის თანახმადაც სააგენტომ გასცა შესაბამისობის დასკვნა 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად. ოპერატორმა სააგენტოს სასწრაფოდ უნდა აცნობოს დამუშავების გეგმიდან მნიშვნელოვანი და არსებითი გადახვევების შესახებ. მნიშვნელოვანი და არსებითი გადახვევების წარმოქმნის შემთხვევაში ოპერატორმა უნდა წარადგინოს შესაბამის დამუშავების გეგმაში შესატანი საჭირო ცვლილებები 96-ე მუხლის შესაბამისა