1. მაღალი რისკის ზონებში ისეთი, როგორიცაა საზღვაო ჭაბურღილები და ჭაბურღილები გოგირდწყალბადისა H2S და ნახშირორჟანგის CO2 საშიში კონცენტრაციის შემცველობით, ყველა სატუმბო-საკომპრესორო მილები, რომლებიც დამონტაჟებულია ნავთობგაზშემცველი ფენების სიღრმეზე, აღჭურვილი უნდა იყოს მიწისქვეშა დამცავი მოწყობილობით, ნავთობმრეწველობის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოპერატორი დაასაბუთებს, რომ ჭაბურღილიდან შეუძლებელია ფლუიდის ბუნებრივი მოდინება მიწის ზედაპირზე ან ზღვის ფსკერზე.
2. ყველა მიწისზედა მომპოვებელი ნაგებობა, მათ შორის, სეპარატორები, გამაცხელებელი ღუმელები, კომპრესორები, კოლექტორები და სარინი ხაზები უნდა დაპროექტდეს, დამონტაჟდეს და გაეწიოს ექსპლუატაცია ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გარემოს, მოსახლეობისა და პერსონალის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა და გამოირიცხოს ნავთობისა და გაზის ნარჩენების უკონტროლო დაღვრა/გაფრქვევ