ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2021 წლის 21 დეკემბერი ქ.ლაგოდეხი |
ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსავლები
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 15503,8 ათასი ლარით: ათას ლარში
|
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 14558.8 ათასი ლარით: ათას ლარში
|
ბიუჯეტის გრანტები
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 255,0 ათასი ლარით: ათას ლარში
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 690,0 ათასი ლარით: ათას ლარში
|
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 11817,4 ათასი ლარით: ათას ლარში
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 3629,2 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 4189,2 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 560,0 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით. ათას ლარში
|
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 57,2 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 3686,4 ათასი ლარით: ათას ლარში
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 27,2 ათასი ლარით: ათას ლარში
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ნაშთის თანხამ შეადგინა 2318689 ლარი, მათ შორის: ადგილობრივი სახსრების ნაშთი 1548536 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთი 770153 ლარი. |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 104,4 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის თანხის დაფარვას. თანხა ათას ლარში
მუნიციპალიტეტის მთლიანი ვალდებულება 2022 წლის პირველი იანვრისათვის შეადგენს 334563 ლარს ხოლო 2022 წლის 31 დეკემბრისათვის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 260217 ლარს.
|
ინფრასტრუქტურის განვითარება
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5162.9,0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
წყლის სისტემების განვითარება |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 93.9 |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
02 02 |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ა.ა.ი.პ. ლაგოდეხის ,,სერვის ცენტრი'' |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამა ითვალისწინებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაციას და არსებული სისტემების მოვლა-პატრონობას. პროგრამა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. წყლის სისტემების განვითრების პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან. ესენია: სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამა და სასმელი წყლის სისტემის ექსპლოტაციის ქვეპროგრამა. ექსპლოტაციის ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები, ხოლო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერიდან.წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული (წლის სისტემის რეაბილიატაცია, ახლის მოწყობა), ასევე, მომსახურების (წლის სისტემის ექსპლოტაცია). რაც შეეხება მის ხანგრძლივობას, იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას. პროგრამის მიზანია: - მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება; - მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს; - წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად. |
მოსალოდნელი შედეგი |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 93.9 |
|
02 02 01 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ა.ა.ი.პ. ლაგოდეხის ,,სერვის ცენტრი'' |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, მოვლა-პატრონობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა. ყოველდღიურად ხდება წყლის სათავე ნაგებობებზე შემოვლა შემოწმებები, დაზიანებული მაგისტრალების აღდგენა, შედუღება, ურდულების შეკეთება შეცვლა, იცლება ავზები, სუფთავდება და ივსება, ხდება გაბიდნული მილების გაწმენდა და სხვა. ქვეპროგრამის მიზანია: - მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება; - მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს; - წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს 24 საათის განმავლობაში მიეწოდება სასმელი წყალი. |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
გარე განათება |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 750.3 |
|
02 03 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ა.ა.ი.პ. ლაგოდეხის ,,სერვის ცენტრი'' |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის ექსპლოატაციას და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას. პროგრამის მიზანია: ღამის საათებში მუნიციპალიტეტის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების განათება. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ღამის საათებში განათებული მუნიციპალიტეტის ქუჩები და საზოგადოებრივი სივრცეები. |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
გარე განათების ქსელის ექსპლოტაცია |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 200.3 |
|
02 03 01 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ა.ა.ი.პ. ლაგოდეხის ,,სერვის ცენტრი'' |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტში სულ 15 თემია, ქალაქის და მასში შემავალი თემების გარე განათების აღდგენა, განახლება და მოვლა-პატრონობა შედის ააიპ ,,სერვის ცენტრი'' ს საქმიანობაში. შესასრულებელი სამუშაოებისათვის (ახალი სანათების დაყენება, არსებული დაზიანებული სანათების შეცვლა, დემონტაჟი და მონტაჟი, მასიური გათიშვებისა და დაზიანებების აღმოფხვრა და სიპების (კაბელი) გაჭიმვა, გამანაწილებელი კარადების შეკეთება და სხვა. საახალწლო ილუმინაციების, აქსესუარებისა და ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება. ქვეპროგრამის მიზანია: ღამის საათებში მუნიციპალიტეტის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების განათება. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილი გამართული გარე განათების სისტემა. |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
გარე განათების ქსელის მოწყობა |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 550.0 |
|
02 03 02 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შიდა გზები, მაგისტრალები) გარე განათების ახალი მაგისტრალების მოწყობა ასევე დასასვენებელ სკვერებში და პარკებში განთების მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია: ღამის საათებში მუნიციპალიტეტის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების განათება. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილი გამართული გარე განათების სისტემა. |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 140.0 |
|
02 07 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობის, ნაპირსამაგრი სამუშაობის და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 2022 წლის განმავლობაში არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, პროგრამიდან შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ლოკაციების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით. პროგრამის მიზანია: სტიქიის პრევენცია. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდა; |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 220.0 |
|
02 08 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე რომელთა ღირებულება არ აღემატება 50.0 ათას ლარს პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50.0 ათას ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა. პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროულად და კვალიფიციურად მომზადება |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდერტებს). |
დასუფთავება და გარემოს დაცვა
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1352,5 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
|
განათლება
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3019,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1234.8 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურის სფეროს განვითარება |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 1107.9 |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
05 02 |
პროგრამის განმახორციელებელი |
პროგრამის აღწერა და მიზანი |
მოსალოდნელი შედეგი |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 827.9 |
|
05 02 01 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)ი.პ ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა მიზანი |
მუნიციპალიტეტში კულტურის მიმართულებით პოლიტიკას განსაზღვრავს კულტურის, სპორტისა და ახალგარდული სამსახური. სამსახური გეგმავს და ახორციელებს მასობრივ კულტურულ ღონისძიებებს, ფესტივალებს, საქველმოქმედო აქციებს, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოებს; კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. ახდენს მოქალაქეების ინფორმირებას და უზრუნველყოფს ღონისძიებებში მოქალაქეების ჩართულობას. ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება; კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავების ხელშეწყობა; ინტელექტისა და კულტურის ამაღლება; შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება. |
||
|
მოსალოდნელი შედეგები |
მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითერაბა და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება; კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავების ხელშეწყობა; ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 230.0 |
|
05 02 02 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)იპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 4 სამუსიკო სკოლა( ქ. ლაგოდეხის, სოფ. აფენის, სოფ. ლელიანის და სოფ. ვარდისუბნის) და 1 სამხატვრო (ქ. ლაგოდეხის) სკოლა. სამუსიკო სკოლებში გაერთიანებულია საფორტეპიანო და ვიოლინოს მიმართულებები. სამუსიკო სკოლებში 7 წლიან სამუსიკო განათლებას იღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 229 ბავშვი აქედან 187 გოგო და 42 ბიჭი. სკოლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები)38 თანამშრომელს აქედან 38 ქალი. სამხატვრო სკოლაში ბავშვები ეუფლებიან ფერწერას, ხატვას, კომპოზიციას, გობელენს, ხელოვნებათმცოდნეობას. სამხატვრო სკოლაში 5 წლიანი სამხატვრო განათლებას იღებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 47 ბავშვი აქედან 36 გოგო და 11 ბიჭი. სკოლაში სულ დასაქმებულია 4 პედაგოგი- 4 ქალი. პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება ა(ა)იპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ადმინისტრაციული პერსონალი 17 ადამიანი აქედან 13 ქალი და 4 მამაკაცი. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კლასიკური მუსიკის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის, ფოლკლორის, კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე; უფასო, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები და სამხატვრო სკოლა წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული სამხატვრო და სამუსიკო განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში. |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
კაპიტალური დაბანდებები კულტურის სფეროში |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 10.0 |
|
05 02 03 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის მიზანია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ობიექტების კეთილმოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დაინტერესების გაზრდას მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ობიექტების მიმართ. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ლაგოდეხის მუნიციაპლიტეტში არსებული კულტურული ობიექტები არის კეთლმოწობილი, შესაბამისად მუნიციაპლიტეტში გაზრდილია ვიზიტორთა რიცხვი, ასევე გაზრდილია ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესება კულტურული ობიექტების მიმართ. |
|
პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
ახალგაზრდობის მხარდაჭერა |
2022 წლის დაფინანსება ათას ლარში 35.1 |
|
05 03 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)ი.პ ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი |
||
|
პროგრამის აღწერა და მიაზნი |
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობას მასობრივ ღონისძიებებში, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების თვითრეალიზება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებები, ფესტივალები, გასართობი, შემეცნებითი და არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობები, ლაშქრობები. პროგრამის მიზანია ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, მათი საქმიანობის სტიმულირებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 15 შემეცნებისთ საგანმანათლებლო და 5 გასართობი პროექტი. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგები |
ახალგარდების ინიციატივები მხარდაჭერა, არაფორმალური განათლების და სხვადასხვა შემეცნებით თუ ინტელექტუალურ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდები. ასევე ჩართულნი არიან როგორც პროგრამის დაგეგმვის პროცესში ასევე სხვადასხვა გასართობ ღონისძიების ორგანიზებაში. ხდება მათი ნიჭიდა და უნარების გამოვლება. |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1091,7 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
სოციალური დაცვა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
ბიუჯეტის ასიგნებები
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათ. ლარში
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
2022 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2022 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 282.2 ათასი ლარი (მათ შორის 27.2 ათასი ლარი ნაშთი) მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) ,, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 145300 ლარი.
ბ) ,, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 134900 ლარი.
გ) ,, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2000 ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
1. დადგენილებით დამტკიცებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის N34 დადგენილება, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.167.016492
|