წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2021 წლის 23 დეკემბერი ქ. წყალტუბო |
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 20 016,3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 16 846,3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 190. 0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2980,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 15 312,5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 4647,9 ათასი ლარით. მათ შორის,
ა) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა – 4747,9 ათასი ლარით თანდართული რედაქციით:
ათას ლარში
ბ) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება – 100,0 თასი ლარით: ათას ლარში
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რეადაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 56,0 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 4 703,9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
2. განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2021 წლის დასაწყისში არსებული ნაშთიდან 4 253 662 ლარიდან, მერის ბრძანებით 241 958 ლარი მიიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსებისათვის, მოხდა ქონების შემცირების კომპესირება 400 000 ლარი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ვალდებულებები განისაზღვრა 2 139 588 ლარი, 2020 წლის გარდამავალი პროექტები, რომელთა ტენდერები გამოცხადდა 2020 წელს – 270 772 ლარი, ხოლო თავისუფალი ნაშთი განისაზღვრა 1 201 344 ლარი (მ/ შორის საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოეყო 300 000 ლარი).
სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხის შესაბამისად 2021 წლის 01 იანვრისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვალი შეადგენს 310.3 ათ ლარს, 2022 წლისთვის (28 აპრილი და 28 ოქტომბერი) იგეგმება ვალის შემცირება 56,0 ათ. ლარით. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტს დარჩება ვალი 254.3 ათ. ლარი.
|
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება |
2022 წლის დაფინანსება |
|||
|
02 01 |
2625.1 |
|||||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
|||||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული საავტომობილო გზების რეაბილიტირება, რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ასევე საჭიროების შემთხვევაში თოვლის საფარისგან, მეწყერის, ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდა-შეკეთება, ორმოული შეკეთება, შუქნიშნების შეკეთება და სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების მოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება გზების რეაბილიტაცია-კაპიტალური შეკეთება როგორც მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებით ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი დაფინანსებით. პროგრამის მიზანია მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, გადაადგილების გამარტივება, გამტარიანობის ზრდა. |
|||||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისთვის შექმნილი უსაფრთხო გარემო. |
|||||
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება |
2022 წლის დაფინანსება |
|||
|
02 01 01 |
2525,1 |
|||||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
პროგრამის აღწერა და მიზანი |
||||
|
მოსალოდნელი შედეგი |
რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, პიტალურად შეკეთებული გზები. უზრუნველყოფილია უსაფრთხო და კომფორტული მიმოსვლა. |
|||||
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 01 02 |
100,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების გარკვეული ნაწილი საჭიროებს მიმდინარე ორმოულ შეკეთებას, რათა გახანგრძლივდეს მათი ექსპლოატაციისა და გამოყენების ვადები. აქედან გმომდინარე, მნიშვნელოვანია გზების მიმდინარე შეკეთება. აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეაბლიტირებული გზების მოვლა, რაც გულისხმობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შიდა გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდას, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრასა და ორმოულ შეკეთებას. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის შეკეთებული და მოწესრიგებული გზები |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
წყლის სისტემების განვითარება |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 02 |
950,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
წყლის სისტემების განვითარების პროგრამა ითვალისწინებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების როგორც სრულ ასევე ნაწილობრივ რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. მათ შორის პრიორიტეტულია მოსახლეობის 24 საათიანი სასმელი წყლის უზრუნველყოფა წლის ნებისმიერ პერიოდში. წყლის სისტემების ექსპლოატაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჯიმში რათა წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად. პროგრამა ასევე მოიცავს სანიაღვრე სისტემების ექსპლოატაცია / რეაბილიტაციასა და შადრევნების წყლის ხარჯის დაფინანსებას. წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური / ინფრასტრუქტურული (წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ახლის მოწყობა) ასევე მომსახურების (წყლის სისტემის ექსპლოატაცია). რაც შეეხება მის ხანგრძლივობას იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობისათვის უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების მომსახურეობის უზრუნველყოფა. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სანიაღვრე სისტემების ექსპლოატაცია / რეაბილიტაცია |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 02 01 |
450. 0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
სანიაღვრე ინფრასტრუქტურა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრობლემატურ ნაწილს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც მიმდინარე საექსპლოატაციო, ასევე, სარეაბილიტაციო და კაპიტალური სამუშაოები.კერძოდ: ქალაქ წყალტუბოში ევდოშვილის, კეცხოველის, ლერმონტოვვის, ავალიანის, გოგებაშვილის, 9 არილის (დევილთა დასახლება) ქუჩებზე, ასევე ლერმონტოვის ქუჩის მე-3 შესახვევში და ლერმონტოვისა და კოსტავას ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე,დედა-ენის ქუჩის მე-2 ჩიხში,რუსთაველის ქუჩაზე და სოფელ ოფშკვითში (ინანეიშვილებისა და მარგველაშვილების უბნები) არსებული არხების რეაბილიტაციისა და ახალი არხების მოწყობის სამუშაოები;შადრევნების წყლის ხარჯის დაფინანსება.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებით გაზრდილია ნალექების გამტარუნარიანობა. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სასმელი წყლით უზრუნველყოფა |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 02 02 |
500,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური; მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყვეტი მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. სასმელი წყლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. კერძოდ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში, სოფ ყუმისთავში და სოფ.ცხუნკურში, სოფ.რიონში, სასმელი წყლის ქსელის და სოფელ გუმბრაში გუმბრინის დასახლებაში #12 და #13 ბინების საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შესაძლებელია განხორციელდეს სხვა პროექტებიც. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნია შეუფერხებლი წვდომა სასმელ წყალზე; |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
გარე განათება |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 03 |
850,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
პროგრამის აღწერა და მიზანი |
|
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობის გადაადგილებისათვის შექმნილია უსაფრთხო და კომფორტული გარემო. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 03 01 |
700,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური; მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქალაქის გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე, ახალი ლედ ტიპის ეკონომიური სანათების დაყენებით ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება. გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხულ განათების წერტილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად. შემცირებულია ელექტროენერგიის ხარჯი. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 03 02 |
150,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ჭეიშვილების უბანში, სოფელ რიონში, ფარცხანაყანევში რეხისტყის უბანში, მიდორის უბანში (ხანთაძეები) მაღაზიის უბანში, გოდუაძეების და სამღებროს უბანში, სოფელ ყუმისთავში, სოფელ საყულიაში, სოფერლ გვიშტიბში, სოფელ წყალტუბოში მეორე უბანი (ქვარდნალას უბანი) გარე განათების მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
გამართულად ფუნქციონირებადი გარე განათების ქსელი. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 05 |
350,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, კერძოდ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, გამნათებისა და ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა, დაზიანებული წყალ-კანალიზაციების კომუნიკაციების აღდგენა, პარკეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემო |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
კეთილმოწყობის ღონისძიებები |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 06 |
1303,3 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
პროგრამის აღწერა და მიზანი |
|
|
მოსალოდნელი შედეგი |
ქალაქის ტურისტული მიმზიდველობა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესება. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 06 03 |
350,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.წყალტუბოში დედა-ენის, ერისთავის, ვაჟა-ფშაველას, თამარ მეფის, და გ.ტაბიძის ქუჩებზედა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში, ქვიტირში, ცხუნკურსა და გეგუთში სკვერების, გაზონების და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა. ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა, მათი ადაპტირება ქალებისა და მამაკაცების, ბავშვების, შშმ პირების საჭიროებებზე.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობების სრულყოფილად განხორციელების მიზნით მოწესრიგებულია და რეაბილიტირებულია მუნიციპალიტეტში არსებული სივრცეები. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, გამწვანება - განაშენიანება |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 06 04 |
953,3 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების, დეკორატიული განათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სანიაღვრე არხების გაწმენდას, მოვლა-პატრონობას, ცივი ტბისა და ცივი ტბისგან გამომდინარე არხების მოვლა - პატრონობას; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან / და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აღკვეთა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა; ქალაქისა და მუნიციპალიტეტის განსაზღვრული ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვა, სკვერებისა და ხე-ნარგავების მოვლა-პატრონობა; ქუჩების სეზონური მორწყვა; შენობების ფასადების რეაბილიტაცია;
|
მოსალოდნელი შედეგი |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 08 |
100,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროექტირების ეტაპზე ხდება საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც განაპირობებს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებს, ხარისხსა და სამშენებლო ობიექტის საბოლოო სახეს. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია |
||
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპერტიზა |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 09 |
150,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
სამშენებლო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციისა და სპეციალისტების მომსახურების შეძენა. პროგრამის მიზანია პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
შედგენილია ხარისხიანი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მოქალაქეთა ჩართულობა |
2022 წლის დაფინანსება |
|
02 10 |
150,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მოქალაქეთა სხვადასხვა საპროექტო ინიციატივები.ქვეპროგრამის მიზანია საბიუჯეტო პროცესში ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ეფექტური სისტემის შექმნა და დანერგვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ქალაქის იერსახის გაუმჯობესება |
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, ნარჩენების გატანა, შესაბამისად პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაყვანილი იქნება მაწანწალა ძაღლები.
|
განათლება და განათლებული მომავალი თაობის აღზრდა მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და შესაბამისად წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიან და ეფექტურ მომზადებას სასკოლო განათლების მისაღებად. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების გაერთიანება პროგრამის განხორციელება.
|
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტის განვითარების ხელშეწყობა |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 01 |
942,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება და სპორტული ობიექტების დაფინანსება. ასევე მოხდება სპორტული მოედნების მოწყობა - რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში სპორტსმენების ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ასევე, წარმატებული წყალტუბოელი სპორტსმენების წახალისება. მოსახლეობაში და განსაკუთრებით მოზარდ თაობაში ფიზიკური აქტივობისა და განათლების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დამკვიდრება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის პოპულარიზაცია.
პროგრამის მიზანია მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია და მოზარდების, მ.შ. როგორც გოგონების, ასევე ბიჭების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში; სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპორტული მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მასობრივ სპორტში მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტული ღონისძიებები |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 01 01 |
31,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას, საერთაშორისო ხასიათის სპორტული ტურნირების ჩატარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ასევე, მოხდება წარმატებული სპორტსმენების წახალისება, ვეტერანი და დამსახურებული სპორტსმენების საიუბილეო თარიღების აღნიშვნა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვება; სხვადასხვა ღონისძიებებზე ტრანსპორტირება; შშმ სპორტსმენებისათვის ტურნირებზე მივლინება; სპორტული ღონისძიებებისათვის თასებისა და მედლების შესყიდვა; სპორტული ღონისძიებებისათვის დიპლომების ბეჭვდის მომსახურება; სასკოლო სპორტული ოლიმპიადისათვის ფორმების შესყიდვა; გივი თალაკვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი მძლეოსნობაში; სამოყვარულო ფეხბურთის ლიგა; ქალთა საერთაშორისო დღისდადმი მიძღვნილი ფრენბურთის ტურნირი; სპორტული ღონისძიებისთვის სპორტული ინვენტარის შესყიდვა; გურამ ქურასბედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობის ტურნირი; ჭადრაკის ფესტივალი; შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში (საერთაშორისო); სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მარათონი; მკლავჭიდი; სულიკო ნიქაბაძის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირი; ნოდარ კოხრეიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში; დავით აფხაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბ/რმ ჭიდაობაში; ზურაბ ბადირეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში კერძო და საჯარო სკოლებს შორის; როინ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ხელბურთში (საერთაშორისო); ზაურ ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი კერძო და საჯარო სკოლებს შორის, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეთათვის წყლის შესყიდვა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
წარმატებით არის ჩატარებული ადგილობრივი და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები.
გატარებულია ღონისძიებები მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით
მასობრივ სპორტში მოზარდებისა და ახალგაზრდების ჩართულობა გაზრდილია |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 01 02 |
911,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტის დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. ამ მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტული დაწესებულებების დაფინანსება სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; სპორტული ტრადიციების დაცვის, გაღმავების, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობის; სპორტის განვითარების; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარისაციისათვის. მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია მაღალი მიღწევების სპორტის, სამწვრთნელო-საშეჯიბრო საქმიანობის მხარდაჭერა, ადგილობრივ სპორტსმენტთა განვითარების ხელშეწყობა, რაც მიმართულია სპორტმენთა მიერ სპორტულ შეჯიბრებებში მაღალი სპორტული შედეგების მიღწევაზე. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპარეზე 18 წლამდე ასაკის პერსპექტიული სპორტსმენების ფინანსური წახალისება, რაც გაზრდის მათ მოტივაციას სასწავლო-საწვრთნო პროცესის მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პირველობებში, ჩემპიონატებში, თასის გათამაშებებში და საერთაშორისო ტურნირებში მაღალი შედეგების მიღებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. გაზრდის პროფესიონალური სპორტის პოპულარობას, სწორად წარმართავს ბავშვთა და მოზარდთა შორის თავისუფალი დროის გამოყენებას. ქვეპროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის (პარასპორტის) განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (ეროვნულ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, მუნიციპალიტეტის ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდების წევრთა მიერ საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და ქალთა სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში. კლუბების საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა და ა.შ. პროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მ. შ. ქალთა შორის სპორტული სახეობების პოლულარიზაციას და ქალთა გუნდების ჩამოყალიბებას მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია. ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; ხელი შეუწყოს მაღალი მიღწევების სპორტში მეტი მოზარდის ჩართვას.მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენას ქვეყნის მასშტაბით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
გამართულად ფუნქციონირებადი სპორტული სკოლები, ორგანიზებულად ჩატარებული შეჯიბრებები და ტურნირები. ხელშეწყობილია მუნიციპალური სპორტული კლუბებისა და მათ ბაზაზე არსებული ასაკობრივი ჯგუფების განვითარება სპორტულ ჯგუფებსა და სექციებში აქტიურად ჩაბმული და წახალისებული პერსპექტიული ბავშვები და მოზარდები. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მასობრივი, ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები, სპორტული ფედერაციებისა და კლუბების ხელშეწყობა, საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა. ქალთა სპორტის განვითარება |
|
ღონისძიების დასახელება |
კოდი |
წყალტუბო არენა |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 01 02 01 |
140,0 |
||
|
ღონისძიების განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ წყალტუბო არენა |
||
|
ღონისძიების აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება წყალტუბოს საფეხბურთო სტადიონის ფუნქციონირების ხარჯების დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანია წლის ნებისმიერ პერიოდში წყალტუბოს საფეხბურთო სტადიონის მზადყოფნა დაგეგმილი მატჩებისათვის. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალური საფეხბურთო სტადიონი შეუფერხებლად მასპინძლობს წლის განმავლობაში გამართულ ყველა სპორტულ ღონისძიებას. |
|
ღონისძიების დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 01 02 02 |
621,0 |
||
|
ღონისძიების განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ წყალტუბო მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება |
||
|
ღონისძიების აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდი ჩართოს სპორტში, რათა სპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებაში. ამ მიზნით ქვეპროგრამა აერთიანებს 13 სპორტულ მიმართულებას, რომელთაც ეუფლება 478 სპორტსმენი. ღონისძიება აერთიანებს 13 სპორტულ მიმართულებას: რაგბი (94 სპორტსმენი), ხელბურთი (45 სპორტსმენი(14ქალი, 31 კაცი)), ფრენბურთი (48 სპორტსმენი(19 ქალი, 29 კაცი)), კალათბურთი (61 სპორტსმენი (20ქალი,41კაცი)), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (44 სპორტსმენი), ქართული ჭიდაობა (17 სპორტსმენი), ძიუდო (68 სპორტსმენი), ძალოსნობა (20 სპორტსმენი(2 ქალი,18 კაცი)), მძლეოსნობა (18 სპორტსმენი12 ქალი,6კაცი)), მკლავჭიდი (16 სპორტსმენი), კრივი (21 სპორტსმენი), ჭადრაკი (21 სპორტსმენი (3ქალი, 18კაცი)), მაგიდის ჩოგბურთი (12 სპორტსმენი). გაერთიანებაში დასაქმებულია 53 ადამიანი, მათ შორის ქალი - 14, კაცი-38. გაერთიანების სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს, საერთაშორისო, ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით გამართულ ტურნირებსა და პირველობებში. ღონისძიების ფარგლებში ხდება ხელშეწყობა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩაერთოს სპორტში და სპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებაში. ღონისძიებების მიზანია: სპორტის სხვადასხვა სახის პოპულარიზაცია; ხელი შეუწყოს მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
სპორტის საყოველთაობის, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის უზრუნველყოფა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 01 03 |
150,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური ) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია - მოწყობა, კერძოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში და ქალაქ წყალტუბოში დედა-ენის, ნინოშვილის ქუჩებზე მინი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერებით წარმოქმნილი ეკონომიებით შესაძლებელია განხორციელდეს სხვა პროექტებიც. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით. სპორტული ობიექტებიგულისხმობს სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობა და სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია; ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის მასობრივად ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის აუცილებელია მოზარდი ახალგაზრდობის ჩართულობა ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებში, ამისათვის საჭიროა ახალი, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი ადაპტირება როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა საჭიროებებზე.
ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და შექმნა, მისი ადაპტირება ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებზე, |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
განახლებულია ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ადაპტირებულია როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა საჭიროებებზე, სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ახალგაზრდებისთვის შექმნილი სპორტული ინფრასტრუქტურა და არსებულის ჩენარჩუნება, ქუჩის სპორტის განვითარება |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურის სფეროს განვითარება |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 02 |
1405,4 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღმავების ხელშეწყობა. კულტურის სფეროს დარგების განვითარება და მათი პოპულარიზაცია. ამ მხრივ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურული ობიექტების დაფინანსება, როგორიცაა ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი. ასევე მოხდება რელიგიური ორგანიზაციების სუბსიდირება ეპარქიის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით. მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრებისათვის აუცილებელია წლის მანძილზე ჩატარდეს სხვადასხვა ხასიათის კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და საერთაშორისო კულტურული აქტივობები. პროგრამის მიზანი: სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობის დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალებისა და ღონისძიებების განხორციელების შედეგად. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 02 01 |
1222,3 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავების ხელშეწყობა. კულტურის სფეროს დარგების განვითარება და მათი პოპულარიზაცია. მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრებისათვის აუცილებელია წლის მანძილზე ჩატარდეს სხვადასხვა ხასიათის კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და საერთაშორისო კულტურული აქტივობები. ამ მხრივ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურული ობიექტების დაფინანსება, როგორიაა ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი. პროგრამის მიზანი: სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობის, მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა |
|
ღონისძიების დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 02 01 01 |
513,3 |
||
|
ღონისძიების განმახორციელებელი |
ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი |
||
|
ღონისძიების აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი , პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. ხელოვნებასთან ზიაარებით პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარების ხელშეწყობა. კულტურული განვითარება. დაწყებითი სამუსიკო, სამხატვრო და არაფორმარული განათლების მიღება. ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი, შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება.მოსწავლეებისთვის ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის ქართული და მსოფლიო ნიმუშების გაცნობა. მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემეცნებით-შემოქმედებითი პროგრამების განხორციელება. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
უზრუნველყოფილია ახალგაზრდების ჩართულობა შემოქმედებით საქმიანობაში |
|
ღონისძიების დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 02 01 02 |
609,0 |
||
|
ღონისძიების განმახორციელებელი |
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია; შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა.რასაც რასაც ემსახურება ცენტრში შემავალი 3 მუზეუმი, 30 ბიბლიოთეკა, 2კულტურის სახლი და 10 სასოფლო კლუბი. ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება ასევე სასოფლო ბიბლიოთეკების უფასო ინტერნეტით აღჭურვა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს სოფლის მოსახლეობა.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობაში გაზრდილია ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია; მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართულია ახალგაზრდები . |
|
ღონისძიების დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 02 01 03 |
100,0 |
||
|
ღონისძიების განმახორციელებელი |
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი |
||
|
ღონისძიების აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, შიდა ტურიზმის სრული კოორდინაცია, კურორტის პოპულარიზაცია. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემომყვანი და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა. პროგრამის ღონისძიებები გათვლილია ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებზე და ზოგადად ითვალისწინებს გენდერულ თანაფარდობას მისი სარგებლობისა და ხელმისაწვდომობის პარამეტრში. პროგრამის ამოცანებია შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სახვადასხვა ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, გამოფენების გამართვის/მონაწილეობის გზით მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია, მიმზიდველობის ზრდა, მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა, ტურისტულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ასევე მუნიციპალიტეტის მდგრადი ტურისტული განვითარებისთვის სტრატეგიის შემუშემუშავება. მიზნების მისაღწევად, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები: მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნა; სარეკლამო და საინფორმაციო ბეჭდური მასალების შექმნა და გავრცელება; ქალაქის რეკლამირება მიზნობრივ ბაზრებსა და ღონისძიებებზე; ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში შესაბამისი მასალების განთავსება; ტურისტების საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით სხვადასხვა პროექტების განხორციელება და სხვა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
შექმნილია ახალი ტურისტული ინფტასტრუქტურა (მანიშნებლები, საკემპინგე ადგილები და სხვა) საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე ტურისტული ადგილების შესახებ ცნობადობა ამაღლებულია ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის თემატური სემინარები, ვორქშოფები და ტრეინინგები ჩატარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებები დაორგანიზებულია გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურული ღონისძიებები |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 02 02 |
83,1 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა: სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, საშობაო ღონისძიება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულთა დაჯილდოვება, ტრანსპორტირება, აგრო ტურისტული ფესტივალი, სასწავლო წლის დასრულების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ხელოვნების დღეები წყალტუბოში, მოწვევა, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილი, სიყვარულის დღე, ქართული სამოსის დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძება, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 2 მაისობა (გვირილობა), ბავშვთა საერთაშორისო დღე, სახალხო დღესასწაული „ოტიაობა“, 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული ღონისძიებები, ღვინის და ყველის ფესტივალი, სოხუმის დაცემის დღე, სახალხო დღესასწაული შემოდგომის წყალტუბო, პოეზიის საღამო, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისათვის ბროშრების, წიგნების, დიპლომების, მოსალოცი და მოსაწვევი ბარათების ბეჭდვის მომსახურეობა; წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; საახალწლო ღონისძიება; საახალწლო საჩუქრები. ქვეპროგრამის მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ქალაქის გამრავალფეროვნებული კულტურული ცხოვრება; |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა |
2022 წლის დაფინანსება |
|
05 02 03 |
100,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებისა და ეკლესიების რეაბილიტაციასა და ახალის მშენებლობას.
ქვეპროგრამის მიზანი: ეპარქიის ფუნქციონირების ხელშეწყობა.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლეობის სულიერების ამაღლება |
პროგრამის დასახელება
კოდი
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 03
9,1
პროგრამის განმახორციელებელი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური)
პროგრამის აღწერა და მიზანი
ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებითა და ინიციატივების მხარდაჭერის გზით. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება.
ქვეყნის დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებითვის ახალგაზრდობა მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს. რაც ქმნის იმის საჭიროებას, რომ ადგილობრივ დონეზე, განხორციელდეს მათი მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა.
თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, სწრაფად ცვალებადი გარემო და ტექნოლოგიების განვითარება, განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნებს უყენებენ ახალგაზრდებს. ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან გარდა ფორმალურისა, საჭიროა არსებობდეს ხელმისაწვდომი არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ახალგაზრდების სრულყოფილი განვითარების შესაძლებლობები.
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 17 ივლისის №7054 დადგენილების „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“, თანახმადაც, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი უნდა შეუწყოს კონცეფციით განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას, აგრეთვე მუნიციპალიტეტების დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა პროექტები:
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართულია ახალგაზრდები.
წარმატებულად განხორციელებული ახალგაზრდული პროექტები.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
|
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ან/და დაკავშირებულია შესაბამის სფეროში სხვადასხვა საკითხების რეგულირებასთან,როგორიცაა საკანონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობის ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება. ასევე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზრვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება, კადრების მომზადება-გადამზადება.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
2. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე;
5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 82,0 ათ ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,0 ლარი;
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 6,0 ლარი.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.