ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4-13
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.101.016925
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2021
matsne.gov.ge 503 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2021 მიღება
01.01.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მოსაკრებლის გადამხდელთა კატეგორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დროებითი დარიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 29.12.2020 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 93% 01.02.2017 ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.07.2023 სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 17.08.2017 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 92% 08.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4-13 2021 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდაზე შეღავათის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული პირების (შემდგომში - მოსაკრებლის გადამხდელები) მიმართ დადგინდეს შეღავათი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე, ამ დადგენილების შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. მოსაკრებლის გადამხდელები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის (შემდგომში-მოსაკრებელი) გადახდისაგან 2022 წლის განმავლობაში, გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებით ისარგებლებს 2022 წლის დასრულებამდე, მას ამ პერიოდიდან მოსაკრებელი დაერიცხება ჩვეულებრივი წესით. 4. იმ შემთხვევაში, თუ მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებით ვერ ისარგებლებს 2022 წლის განმავლობაში, იგი გამოუყენებელი შეღავათით ვეღარ ისარგებლებს მომდევნო წლების განმავლობაში. მუხლი 3🔗 მოსაკრებლის გადამხდელებს, რომელთაც 2022 წლის პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), რომელიც ჩაითვლება ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პერიოდის შემდგომ დარიცხული მიმდინარე დავალიანების დასაფარად. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ პირები უფლებამოსილი არიან უარი განაცხადონ ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შეღავათით სარგებლობაზე, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან განაცხადის შეტანის გზით. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი № მოსაკრებლის გადამხდელთა კატეგორია 1. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 2“-ის მე-6 გრაფით გათვალისწინებული სუბიექტები (სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები), რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდეგ პირობას: დარეგისტრირებულნი არიან „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით გათვალისწინებულ აბონენტად; შეღავათით სარგებლობის დროს არ უნდა იყვნენ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში ან ლიკვიდირებულნი. 2. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილების „დანართი 2“-ის 21-ე გრაფით გათვალისწინებული სუბიექტები (რესტორნები, პიცერიები, სასადილოები (გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა) კაფეები და ბარები), რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა შემდგ პირობას: დარეგისტრირებულნი არიან „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით გათვალისწინებულ აბონენტად; შეღავათით სარგებლობის დროს არ უნდა იყვნენ რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმში ან ლიკვიდირებულნი.