📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №625
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.023181
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 529 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (10)
60 2019 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 1 მარტამდე
65 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 აპრილამდე და 2014 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 აპრილამდე
საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (წარმოების ლიცენზიანტები ) თბოელექტროსადგურის დასახელება
1.  შპს „მტკვარი ენერჯი“ გარდაბნის   თბოელექტროსადგური, №9 ენერგობლოკი
2. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ გარდაბნის თბოელექტროსადგური №3 ენერგობლოკი
გარდაბნის თბოელექტროსადგური  №4 ენერგობლოკი 100
3. შპს  „ჯიფაუერი“ აირტურბინული ელექტროსადგური
4. შპს „გარდაბნის თბოსადგური“ გარდაბნის თბოსადგური
5. შპს „გარდაბნის თბოსადგური-2“ გარდაბნის თბოსადგური 2
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №625 2021 წლის 28 დეკემბერი    ქ. თბილისი ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ მუხლი 1🔗 „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთა ნუსხა, გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებით უზრუნველყოფის პერიოდი: საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (წარმოების ლიცენზიანტები ) თბოელექტროსადგურის დასახელება სიმძლავრე (მვტ-ში) უზრუნველყოფის პერიოდი 1.  შპს „მტკვარი ენერჯი“ გარდაბნის   თბოელექტროსადგური, №9 ენერგობლოკი 180 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე 2. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ გარდაბნის თბოელექტროსადგური №3 ენერგობლოკი 100 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2022  წლის 1 მარტამდე გარდაბნის თბოელექტროსადგური  №4 ენერგობლოკი 100 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 მარტამდე 3. შპს  „ჯიფაუერი“ აირტურბინული ელექტროსადგური 80 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე, 2012 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 თებერვლამდე და 2016 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 4 მარტამდე 65 2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 აპრილამდე და 2014 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 აპრილამდე 60 2019 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 1 მარტამდე 4. შპს „გარდაბნის თბოსადგური“ გარდაბნის თბოსადგური 162 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2040 წლის 1 ნოემბრამდე 5. შპს „გარდაბნის თბოსადგური-2“ გარდაბნის თბოსადგური 2 170 2022 წლის  1 მარტიდან 2035 წლის  28 მარტამდე.   მუხლი 2🔗 1. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (შესატყვისი ელექტროსადგურების მეშვეობითა და ვადით) საჯარო მომსახურებას ახორციელებენ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) მეშვეობით, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპებზე კონცეფციით გათვალისწინებული საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებისთვის, ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით. 2. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების: ა) ამოქმედებამდე, თავიანთ მომსახურებას აგრძელებენ გარდამავალ პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამოქმედების შემდეგ, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზრებზე კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების, ასევე გადამცემი სისტემის ოპერატორთან/საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, ტარიფის დადგენის ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის/საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მხრიდან ასანაზღაურებელი სახელშეკრულებო კომპენსაციის განსაზღვრის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტისა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. მუხლი 4🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების რეგულარული გადახედვა, მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით და საქართველოს მთავრობისთვის სათანადო ინფორმაციისა და წინადადებების  წარმოდგენა. მუხლი 5🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა  და  გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილება. მუხლი 6🔗 დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი