საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.11.115.005.152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 14/02/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.152

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №17

2002 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წ. 4 იანვრის № 1 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2002 წ. 11 თებერვლიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:

ა) დეფინიტური, „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“ – 1 მარკა, ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 21X32 მმ; ნომინალური ღირებულება 100 თეთრი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, ფურცელში 20 მარკა (4X5).

 

მარკა № 292

ნომინალი 100 თეთრი

             

ბ) დეფინიტური, „ქართული ორნამენტი“ – 1 მარკა, ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 24X24,5 მმ; ნომინალური ღირებულება 5,0 ლარი; ტირაჟი 100 ათს. ცალი, ფურცელში 20 მარკა (4X5).

 

მარკა № 293

ნომინალი 5,0 ლარი

 

გ ) „საქართველოს ნავსადგურები“   – 1 ფურცელი 6 მარკით; ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ფურცლის ზომა 102X156 მმ; მარკის ზომები 42X28 მმ; თითოეული მარკის ნომინალური ღირებულება 30 თ; თითოეული მარკის ტირაჟი 20 ათს. ცალი; მარკების № 297-302, ნომრები აითვლება მარცხიდან მარჯვნივ.

 

 

 

 

დ ) „ნაციონალური ბალეტი“ 3 მარკა (სუხიშვილი, რამიშვილი) ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; თითოეული მარკის ზომა 29X42 მმ; თითოეული მარკის ტირაჟი 25 ათს. ცალი; ფურცელში 20 მარკა (4X5).

 

 

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

                                                                                                                                        მ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.02.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“?
„საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ მიღებულია 08.02.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.11.115.005.152.
სად არის „საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“, №17, 08.02.2002, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.005.152 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53356/