"საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/2849
სარეგისტრაციო კოდი
320.080.000.22.024.012.455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 173, 04/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.080.000.22.024.012.455

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2849

2008 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006 წლის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2008 წლის 5 დეკემბრიდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები (საფოსტო მარკები) შემდეგი ტირაჟითა და ნომინალებით:

ა) „პეკინის ოლიმპიადა“ – 4 დასახელების მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალები: 0.1, 0.3, 0.6, 0.8 ლარი; რაოდენობა: 0.1 და 0.3-ლარიანი 100 000 ცალი თითოეული. 0.6 და 0.8-ლარიანი 40 000 ცალი თითოეული. მარკების ზომა: 37X26მმ.

 

            მარკა №447

             0.1 ლ.

მარკა №448

0.3 ლ.

მარკა №449

0.6 ლ.

         მარკა №450

              0.8 ლ.

 

ბ) ევროპა 2008 – ,,წერილები“ 2 დასახელების მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 0.9 და 1.0 ლარი; რაოდენობა: 0.9-ლარიანი 55 000 ცალი, 1.0-ლარიანი 100 000 ცალი. აქედან: 700 ცალი თითოეული სახის მარკა პერფორაციის გარეშე; მარკების ზომა: 40X30მმ.

                  მარკა №451

                      0.9 ლ.

               მარკა №452

                  1.0 ლ.

 

გ) მეფე დავით IV აღმაშენებელი, გელათი, ფრესკა IX ს – 1 დასახელების მარკა. ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 0.5 ლარი; რაოდენობა: 300 000 ცალი, მარკის ზომა: 25X37მმ.

მარკა №453

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ე. შარაშიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ"?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება "საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2008.
როდის იქნა მიღებული "საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ"?
"საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ" მიღებულია 03.12.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/2849. სარეგისტრაციო კოდი — 320.080.000.22.024.012.455.
სად არის "საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება "საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ", №1-1/2849, 03.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 320.080.000.22.024.012.455 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80794/