„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №42005
2021 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის“ (დანართი №2) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. ამ დანართის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრისთვის, 1.2 და 2.2 – 2.9 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისათვის/ქვედანაყოფისათვის უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები.
2. სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ამ დანართის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის და 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608 დადგენილებით გათვალისწინებულ უქმე დღეებში.
3. ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევისას, მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო სამმართველოსთვის და ამ დანართის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული სერვისცენტრებისთვის, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისისთვის უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები. ამასთან, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებმა სამუშაოს შესრულება უზრუნველყონ დისტანციურად.
4. სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს და აღრიცხვის და სტატისტიკის სამმართველოს მიერ ცალკეული ფუნქციების შესრულებისას, აგრეთვე ვიდეოზარით მომსახურების გაწევისას და გადასახადის გადამხდელების/სხვა ვალდებული პირების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადებისა და მოსაკრებლების შესახებ სახელმწიფო ხაზინიდან ინფორმაციის მიღების და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული მონაცემების შეტანისას ამავე სამმართველოებისთვის უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის №608 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები.“.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.