კახი ბექაური – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-
6/656 გადაწყვეტილებით შპს
„ტელერადიოკომპანია რიონის” კუთვნილ კერძო მაუწყებლობის №B73 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული; 5. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი ქ. ქუთაისი; სიხშირე (მჰც) 105.5; მოდულაცია FM; პოლარიზაცია V / H V; გასხივება წრიული; გადამცემის სიმძლავრე (ვტ) 500; გეოგრაფიული კოორდინატები 42°16'48"N 42°44'12"E"; ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) 65; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) 8. შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). 6.
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია