კახი ბექაური- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებით შპს „სისტემა გამას“ კუთვნილ კერძო მაუწყებლობის №B81 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2023 წლის პირველი მაისიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები: 1. ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ)მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული; 5. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები: გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი ქ. თბილისი; სიხშირე (მჰც) 104.3; მოდულაცია FM; პოლარიზაცია V / H V; გასხივება წრიული; გადამცემის სიმძლავრე (ვტ) 500; გეოგრაფიული კოორდინატები 41°41'44.88"N 44°47'6.11E, ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) 90; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) 8. შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). 6.
ზ)მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია