„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
120200040.22.034.017193
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3

2022 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/02/2014, 120200040.22.034.016285) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის პროცედურებსა და პირობებს.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში გაიცემა:

ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა, ამ წესის 31 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ნებართვებს გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ – მომსახურების სააგენტო).“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვის მისაღებად მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო გასცემს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ნებართვას.“.

4. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31

1. დაჯილდოებული უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში არყოფნის შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვა შეიძლება გაიცეს იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენელზე.

2. იარაღის ჯილდოდ გადამცემმა ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებართვის მისაღებად მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) იარაღის ჯილდოდ გადამცემის წერილობითი მიმართვა, რომელშიც მიეთითება იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენლის მონაცემები, რომელზეც უნდა გაიცეს ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვა;

ბ) იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენლის განცხადება;

გ) იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

ე) ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო იარაღის ჯილდოდ გადამცემის წარმომადგენელზე გასცემს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ნებართვას.“.

5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელმა პირმა თან უნდა იქონიოს:

ა) მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული:

ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ა.ბ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა, ამ წესის 31 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ბ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისი თარგმანი, რომელსაც უზრუნველყოფს ჯილდოს გამცემი სახელმწიფო ორგანო/თანამდებობის პირი;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2022.
როდის იქნა მიღებული „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.01.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 120200040.22.034.017193.
რამდენი მუხლისგან შედგება „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3, 26.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 120200040.22.034.017193 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5364726/