უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №151 |
|
2014 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი |
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. |
|
| მუხლი 1 |
ეს წესი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის პროცედურებსა და პირობებს. |
| მუხლი 2 |
| მუხლი 3 |
1. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ნებართვის მისაღებად მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სათანადო დოკუმენტი, რომლის წარდგენაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო გასცემს ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის ნებართვას. |
| მუხლი 4 |
1. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში თან უნდა იქონიოს:
ა) საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა; ბ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისი თარგმანი, რომელსაც უზრუნველყოფს ჯილდოს გამცემი სახელმწიფო ორგანო/თანამდებობის პირი; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის, მათ შორის, გადატანა-გადაზიდვის სხვა პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №151. სარეგისტრაციო კოდი — 120200040.22.034.016285.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.01.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“, №151, 25.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 120200040.22.034.016285 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2257896/