საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-355 |
|
2025 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
|
2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და, ზოგადად, განსაკუთრებული დამსახურების აღიარება-დაფასება, ასევე თანამშრომელთა წახალისება და მათი მოტივაციის გაძლიერება.
ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
ბ) განსაკუთრებული ან/და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის;
გ) სამინისტროს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
დ) სამინისტროს სისტემაში ხანგრძლივი (30 და მეტი წელი) და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.
2. უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზნით მინისტრს კანდიდატურას (კანდიდატურებს) წარუდგენს კომისია, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილისა (კომისიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეებისგან შედგება.
3. კომისიას დასაჯილდოებლად პირის (პირების) კანდიდატურას (კანდიდატურებს) შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს კომისიის წევრი, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.
4. მინისტრისთვის დასაჯილდოებლად პირის (პირების) კანდიდატურის (კანდიდატურების) წარდგენის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. აღნიშნული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც ერთვის წარდგინებას.
5. მინისტრი უფლებამოსილია კომისიის წარდგინების გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება პირის (პირების) დაჯილდოების შესახებ.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს აწარმოებს და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
2. უწყებრივ ჯილდოსთან ერთად დაჯილდოებულ პირს გადაეცემა სერტიფიკატი (დანართი №3).
3. დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო შესაძლებელია გადაეცეს საზეიმო ვითარებაში, მათ შორის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ან სამინისტროს მიერ დაგეგმილი რაიმე ღონისძიების ფარგლებში.
4. დაჯილდოების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლი ან ამონაწერი ინახება დაჯილდოებული თანამშრომლის პირად საქმეში.
2. მედლის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში დაჯილდოებული პირი ვალდებულია ამის შესახებ წერილობით ან სამსახურებრივი ელფოსტის საშუალებით აცნობოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
3. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო განმეორებით არ გადაეცემა.
4. გასაცემი „უწყებრივი ჯილდოს“ შენახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.