|
|
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-66
|
|
2022 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
|
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა.
მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გეგმაში ქარსაფარი ზოლის ფართობები მოცემულია „მიწის ფონდის განაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა და სავარგულების მიხედვით 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით“ მომზადებული ანგარიშის (შემდგომში – მიწის ბალანსი) შესაბამისად.
მუხლი 3
ინვენტარიზაციის პროცესში, 2004 წლის მიწის ბალანსში აღურიცხავი ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ფაქტების გამოვლენისას, მათი ინვენტარიზაცია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
დაევალოს სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის განხორციელება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი | | ლევან დავითაშვილი |
|
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა
|
N
|
მუნიციპალიტეტი
|
ფართობი (ჰა)
|
განხორციელების პერიოდი
|
|
1
|
საგარეჯო
|
529
|
2022 წელი
|
|
2
|
მარნეული
|
351
|
|
სულ: 880
|
|
3
|
დედოფლისწყარო
|
1093
|
2023 წელი
|
|
4
|
გარდაბანი
|
1922
|
|
5
|
დმანისი
|
53
|
|
6
|
დუშეთი
|
106
|
|
7
|
მცხეთა
|
300
|
|
8
|
ასპინძა
|
140
|
|
9
|
ახალქალაქი
|
441
|
|
10
|
ახალციხე
|
196
|
|
სულ: 4 251
|
|
11
|
გორი
|
1497
|
2024 წელი
|
|
12
|
კასპი
|
430
|
|
13
|
ქარელი
|
819
|
|
14
|
წყალტუბო
|
278
|
|
15
|
ვანი
|
73
|
|
16
|
თერჯოლა
|
70
|
|
17
|
ხონი
|
95
|
|
18
|
ქ. ფოთი
|
74
|
|
19
|
ზუგდიდის რაიონი
|
173
|
|
20
|
სენაკი
|
208
|
|
21
|
ხობი (ქ. ფოთის გარეშე)
|
668
|
|
22
|
აჭარის ა.რ
|
662
|
|
სულ: 5 047
|
|
მთლიანი ფართობი: 10 178 ჰა
|
|