ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.02.2022 ბოლო ცვლილება 10.04.2025
ნომერი
№2-66
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016708
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-66

2022 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა.

მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გეგმაში ქარსაფარი ზოლის ფართობები მოცემულია „მიწის ფონდის განაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა და სავარგულების მიხედვით 2004 წლის პირველი  იანვრის მდგომარეობით“ მომზადებული ანგარიშის (შემდგომში – მიწის ბალანსი) შესაბამისად. 
მუხლი 3
ინვენტარიზაციის პროცესში, 2004 წლის მიწის ბალანსში აღურიცხავი ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ფაქტების გამოვლენისას, მათი ინვენტარიზაცია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
დაევალოს სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის განხორციელება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართის   შესაბამისად.
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი



დანართი
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა

N

მუნიციპალიტეტი

ფართობი (ჰა)

     განხორციელების პერიოდი

1

საგარეჯო

529

 

2022 წელი

2

მარნეული

351

                                                                   სულ: 880

3

დედოფლისწყარო

1093

 

 

 

 

 

2023 წელი

4

გარდაბანი

1922

5

დმანისი

53

6

დუშეთი

106

7

მცხეთა

300

8

ასპინძა

140

9

ახალქალაქი

441

10

ახალციხე

196

                                                                   სულ: 4 251

11

გორი

1497

 

 

 

 

 

2024 წელი

12

კასპი

430

13

ქარელი

819

14

წყალტუბო

278

15

ვანი

73

16

თერჯოლა

70

17

ხონი

95

18

ქ. ფოთი

74

19

ზუგდიდის რაიონი

173

20

სენაკი

208

21

ხობი (ქ. ფოთის გარეშე)

668

22

აჭარის ა.რ

662

                                                          სულ: 5 047

მთლიანი ფართობი: 10 178 ჰა