ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულის ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2022 წლის 28 იანვარი დაბა სტეფანწმინდა |
|
მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებში, კომისიების სხდომებსა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება.
1.საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებთ;
2.საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრის დამადასტურებელი (ოქმები და სხვა) დოკუმენტაცია. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის 01(პირველი რიცხვიდან) თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2);
3. საკრებულოს წევრის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების(კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 3(სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.
5. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 200 (ორასი) ლარი, ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის - 100 (ასი) ლარი.
6. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საერთოდ არ აუნაზღაურდება დადგენილი ხარჯის ოდენობა ამ მუხლში აღნიშნული მოვალეობის საანგარიშო თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობისათვის.
7. საკრებულოს წევრს, რომელიც საკრებულოს და მისი ორგანოების სხდომას არ დაესწრება საპატიო მიზეზის გამო, თანხა აუნაზღაურდება ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული ზედა ზღვრის ოდენობით.
მუხლი 3. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა.
1. საკრებულოს წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურის მეშვეობით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.
დანართი №2
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებიული ხარჯების ამსახველი მონაცემები
საკრებულოს აპარატის უფროსი: სახელი, გვარი: ხელმოწერა: |