„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.166.016523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2022 წლის 4 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე უხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის  სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ა. ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ა.ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;

ა.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.დ) მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება;

ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

ბ) შიდა  აუდიტის  სამსახური;

გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელსაც აქვს ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილება;

დ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ე) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ე.ა) ქონების მართვის, სახელმწიფო პროექტებისა და ეკონომიკის განყოფილება;

ე.ბ) შესყიდვების განყოფილება;

ე.გ) საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილება;

ვ) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ვ.ა) ბიუჯეტის დაგეგმარების და სახაზინო განყოფილება;

ვ.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

ზ) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება;

თ) იურიდიული  სამსახური;

ი) ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ი.ა) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

ი.ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება;

კ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

კ.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება;

კ.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა , მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური რესურსების მართვის, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის, მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის  უზრუნველყოფა, აგრეთვე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“.

3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ფუნქციებია:

ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი  თავშესაფრით  უზრუნველყოფა, ბავშვის უფლებათა დაცვა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.02.2022.
როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.02.2022. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.166.016523.
რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №28, 04.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016523 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5377115/