„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №30/ნ

2022 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში (სსმ, 14, 05/02/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.014168) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“:

  1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დაწესებულება უფლებამოსილია მიმართოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და, მასთან შეთანხმებული ფორმით, გამოითხოვოს ინფორმაცია შიდა მობილობის უფლების მქონე პირთა მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის თაობაზე დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, შესაბამისი ქულის მითითებით. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მოთხოვნილი ინფორმაციის დაწესებულებისათვის გონივრულ ვადაში წარდგენას.”.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ წესის 5​ 1 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მობილობის უფლების მქონე პირთა სიის ფორმირებასა და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენას. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებმაც 2005 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, მათ მიერ მიღებული სკალირებული ქულის მითითებით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დაწესებულება უფლებამოსილია უზრუნველყოს შიდა მობილობის უფლების მქონე პირთა სიის ფორმირება და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენა, მასთან შეთანხმებული ფორმით. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია დაწესებულებას მიაწოდოს იმ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელთაც 2005 წლიდან 2021 წლის ჩათვლით წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დებულების  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით ან/და მე-8 პუნქტით დადგენილ საგანში/საგნებში, შესაბამისი ქულის მითითებით.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2022.
როდის იქნა მიღებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №30/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018138.
რამდენი მუხლისგან შედგება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №30/ნ, 18.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018138 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5383293/